fbpx

უკრაინას მხარი ოსკარზე სულ ცოტათი, მაგრამ მაინც დაუჭირეს


გააზიარე სტატია

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ოსკარის  94-ე დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სიტყვით გამოსვლა არავის შეუთავაზებია, ცერემონიალზე მაინც გამოჩნდნენ ვარსკვლავები, რომელთაც სულაც არ დავიწყებიათ რუსეთის აგრესია უკრაინაში და სხვადასხვა ფორმით მას მხარიც დაუჭირეს.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართებოდა, ამერიკელმა მსახიობმა შონ პენიმ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტ ზელენსკის ცერემონიალზე არ მოუსმენდნენ, საკუთარ ქანდაკებას საჯაროდ დაადნობდა. 

როდესაც ვარსკვლავების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ჯეისონ მომოა და ბენედიქტ კამბერბეჩი, რომლებიც წითელ ხალიჩაზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლიკით (უკრაინის პატარა დროშებით) გამოჩნდნენ. 

სხვა ვარსკვლავებს შორის ჯეიმი ლი კერტისიც იყო, რომელიც ასევე ატარებდა უკრაინის სიმბოლიკას და მან სწორედ ამ გზით მიაგო პატივი კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ადამიანებს და ასევე მხარი დაუჭირა იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს.  

მაყურებელს სცენიდან მიმართა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამაც, რომელიც სცენაზე ლეგენდარულ მსახიობებთან, რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოსთან ერთად გამოვიდა – წარმოსათქმელი სიტყვის მიწურულს კი მას არც უკრაინის მხარდაჭერა დავიწყებია. 

 

“დიდება უკრაინას“, – ფრენსის ფორდ კოპოლა

და ბოლოს, ცერემონიალის მიმდინარეობისას დაღუპული უკრაინელი ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

“გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას ნებისმიერი გზით, რომელიც შესაძლებელია“, – ეწერა ბანერზე.

წუთიერ დუმილამდე კი სიტყვით გამოვიდა წარმოშობით უკრაინელი მსახიობი მილა კუნისი და მაყურებელს შეახსენა, რომ უკრაინელ ხალხს ახლა  სჭირდება –  საკვები, სუფთა წყალი და სამედიცინო დახმარება. 

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ მილა კუნისმა მეუღლესთან, ეშტონ კატჩერთან ერთად საქველმოქმედო ფონდი შექმნა და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად $35 მილიონი შეაგროვა.

ნახAT, ჩვენი სტატია 2022 წლის ოსკარის გამარჯვებულების შესახებ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.