23 მაისი – დილიდან
“გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში”, – ამ მოთხოვნით კვირას, 27 მაისს, 18 საათზე კლუბ ბასიანის თანამშრომლები და მხარდამჭერები ევროპის მოედანზე აქციას გამართავენ
“ბრძოლას ვიწყებთ 27 მაისს, რომელიც სიმბოლური თარიღია. ამ დღეს ბერლინის საკლუბო სცენა (70-მდე გერმანული ღამის კლუბი) დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ სისტემურ პრობლემებს. შემოგვიერთდით, ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა – ევროპის მოედანზე.
თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია,” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: https://www.facebook.com/
ერეკლე დეისაძემ ახალი სიმღერა გამოუშვა
სიმღერა, სახელად “მე ვცეკვავ”, კაფე გალერისა და ბასიანის დახურვასა და პოლიციის ქმედებებს ეხმიანება. სიმღერას ქართველი მუსიკოსი პარლამენტის შენობის წინ და 9 აპრილის მემორიალზე ასრულებს, კლიპში კი სპეცოპერაციისა და აქციების კადრებს ვხედავთ.
წყარო: https://www.youtube.com/
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი – ბარაკ და მიშელ ობამები ნეტფლიქსზე ახალ გადაცემასაც ამზადებენ
არხმა მათ მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ობამები ახალ გადაცემას წაიყვანენ, გარდა ამისა ისინი შოუს პროდიუსერებიც იქნებიან. როგორც ცნობილია, გადაცემა შთამაგონებელ ისტორიებზე იქნება და არცერთი წუთი არ დაეთმობა დონალდ ტრამპსა და მის პოლიტიკას.
წყარო: https://www.rollingstone.com
გრეის ანატომიის მერვე სეზონში გამქრალი ექიმი ტედი, რომლის როლსაც კიმ რაივერი ასრულებს
მეთხუთმეტე სეზონიდან სერიალში კვლავ დაბრუნდება ტედის პერსონაჟი შოუს მე-14 სეზონშიც გამოჩნდა, როგორც მოწვეული მსახიობი, შემდეგი წლიდან კი ის კვლავ სერიალის განუყოფელი პერსონაჟი იქნება. როგორც სერიალის პროდიუსერმა მარკ გორდონმა თქვა, ტედის დაბრუნება შოუში შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც სასიხარულოა. “შონდასთან ერთად დიდი ხანია ვმსჯელობთ იმაზე, თუ რომელი მსახიობი შეიძლება დაბრუნებულიყო შოუში. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, საბოლოოდ კი არჩევანი კიმზე შეჩერდა, რადგან ის ახლა ერთადერთია, რომელიც სერიალს სჭირდება”, – ამბობს გორდონი. გრეის ანატომია ABC-იზე 2004 წლიდან გადის და სამედიცინო ჟანრის სერიალების კლასიკად ითვლება.
წყარო: http://variety.com
ჯეიკ ჯილენჰოლი კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმების სამყაროს შეუერთდა
ნომინანტი მსახიობი სულ მალე სონისა და მარველის ერთობლივი პროექტის, Spider-Man: Homecoming-ის ახალ ნაწილში უარყოფითი პერსონაჟის, მისტერიოს როლს მოირგებს და მაიკლ კიტონის პერსონაჟ მტაცებელთან ერთად, ადამიანი ობობას განადგურებას შეეცდება. პიტერ პარკერის როლს კვლავ ტომ ჰოლანდი შეასრულებსებს. ფილმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: http://variety.com
2018 წლის ოქტომბერში დიდ ეკრანზე ენდი სერკისის ახალი ფილმი გამოვა
რეჟისორი ამჯერად მაუგლის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს. ფილმს ნამდვილი თანავარსკვლავედი ახმოვანებს. კაა – ქეით ბლანშეტი იქნება, ბენედიქტ კამბერბეჩი – შარ ხანი, ენდი სერკინი ბალუს გაახმოვანებს, კრისტიან ბეილი კი ბაგირას. მათ გარდა სხვადასხვა პერსონაჟებს გააცოცხლებენ – ნაომი ჰარისი, ტომ ჰოლანდი, ფრიდა პინტო, პიტერ მულანი და სხვები.
წყარო: https://www.youtube.com
მსახიობები ანჯელიკა ჰიუსტონი და ჰოლი ბერი ფილმ John Wick-ის მესამე ნაწილში ითამაშებენ და პარტნიორობას გაუწევენ კიანუ რივზს
ამ ეტაპზე უცნობია ინფორმაცია მათი პერსონაჟების შესახებ. კინოსურათი ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოვა.
წყარო: http://variety.com/
ოსკარის მფლობელი მსახიობი შარლიზ ტერონი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჟურნალისტის, მეგინ კელის როლს შეასრულებს
კინოსურათზე კინოსტუდია Annapurna იმუშავებს. 2015 წელს მეგინ კელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო დებატების დროს დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი, ტრამპის მხარდამჭერთა კრიტიკაზე შემდეგ თქვა, რომ ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. სწორედ ამის შემდეგ დატოვა კელიმ FOX და სამუშაოდ NBC-ზე გადავიდა.
წყარო: https://www.independent.co.uk/
თინეიჯერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი, Descendants მესამე ნაწილით 2019 წელს ბრუნდება
ფილმი ტრადიციულ ხაზს გააგრძელებს და დისნეის უკვდავი უარყოფითი პერსონაჟების შთამომავლების ისტორიებს მოგვითხრობს. მესამე ნაწილში აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ჩაიენ ჯეკსონი შეასრულებს. მსახიობი “ჰერკულესის” უარყოფით პერსონაჟს, ჰადესს განასახიერებს.
წყარო: http://variety.com
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი ექსპო ჯორჯიას ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუსქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი დელეგაციით ესტუმრება.
წყარო: https://www.facebook.com/
უილ სმიტი, ნიკი ჯეიმი და კოსოვოელი მომღერალი ერა ისტრეფი 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს შეასრულებენ
მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს გაიხსნება, ფინალური მატჩი კი 15 ივლისს გაიმართება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის შესახებ რეჟისორმა ბრედ ფურმანმა ახალი ფილმი, City of Lies გადაიღო
ფილმში მთავარ როლს ჯონი დეპი შეასრულებს, ის დეტექტივ რასელ პოულს განასახიერებს, რომელიც წლების შემდეგ ლეგენდარული რეპერების, თუფაქ შაკურისა და ნოტარიუს B.I.G.-ის მკვლელობის საქმის გამოძიებას უბრუნდება.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=809D5d77rsU