fbpx

დღის ვიდეო: რას იტყვიან მეზობლები


გააზიარე სტატია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ცოტახნის წინ გამოაქვეყნა ახალი სოციალური ვიდეორგოლი, რომელმაც ინტერნეტის მომხმარებლების ინტერესი და პოლემიკა გამოიწვია.

ამის მიზეზი არა მხოლოდ ვიდეორგოლის ანტიჰომოფობიური გზავნილია, არამედ ამ გზავნილის მიწოდების ხერხიც, რომელზეც წინასწარ შეგნებულად არაფერს ვიტყვით – აჯობებს, რომ ვიდეო თავად იხილოთ.

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განცხადებით, ამ სოციალური რეკლამის მიზანია, ხელი შეუწყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანებისა და მათი უფლებების პოზიტიურ ხილვადობას. ვიდეოს მთავარი გზავნილები გამომდინარეობს ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევიდან  და საქართველოში ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის ანალიზიდან  რომლებიც ჩაატარეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მისმა პარტნიორებმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3-წლიანი პროექტის “ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.”


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.