fbpx

სვირინგის ოსტატები თბილისში: მხატვრობა სხეულზე


გააზიარე სტატია

სხეულის მოხატვის სურვილი ადამიანს უძველესი დროიდან უჩნდებოდა და ნახატებში, რომელსაც იკეთებდა, როგორც წესი, სხვადასხვა შინაარსს დებდა.

დღეს მსოფლიოში სხეულის მოხატვაზე უამრავი ტატუ არტისტი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთისგან სტილით, ფერებით, მოხატვის თავისებურებებით, ტექნიკითა და საღებავების ხარისხით განსხვავდებიან.

სვირინგის კარგი ოსტატი რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • იცავდეს სტერილურობის სტანდარტებს, მუშაობდეს სუფთად და ფაქიზად.
  • კარგად არჩევდეს არამხოლოდ ნახატს, არამედ ამ ნახატის განთავსების ადგილს სხეულზე. ითვალისწინებდეს მომხმარებლის ფიზიკურ მონაცემებს და ტატუს ისე აკეთებდეს, რომ არ არღვევდეს სხეულის ჰარმონიას.
  • არ იყოს მხოლოდ სხვისი ნახატების “გადამხატი”, თავად ქმნიდეს კომპოზიციებს და ჰქონდეს ინდივიდიალური სტილი.
  • მუდმივად თვალს ადევნებდეს ტრენდებს, ვინაიდან ტატუსაც, ისევე როგორც ყველაფერს, თავისი მოდა აქვს და პერიოდულად ტენდენციები იცვლება.
  • მუდმივად თვალს ადევნებდეს ამ სფეროში ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომ იცოდეს რა ტიპის საღებავები, ნემსები, აპარატები იქმნება და გამოიყენოს ისინი თავის საქმიანობაში.

საქართველოში ტატუს უფრო და უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, არტისტები კი, რომლებიც მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებას ახერხებენ, ხშირად ირჩევენ სხვა ქვეყნებს საცხოვრებლად (მაგალითად, ირმა ასკურავა, დავით იაკობიძე და ა.შ.) და ტატუს მოყვარულებში მუდმივად ისმის კითხვა, ვინ აკეთებს დღეს საუკეთესო ტატუს თბილისში.

დღეს თბილისში სვირინგის ოსტატობა არსად ისწავლება. ყველა, ვინც სვირინგებს აკეთებს, თვითნასწავლია. არტისტების ნაწილი სხვადასხვა სალონებთან თანამშრომლობს, ნაწილს კი სახლში ურჩევნია კლიენტების მიღება.

ზოგიერთი ტატუს სალონი მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა ქვეყნიდანაც იწვევს მოკლე ვადებით ოსტატებს.

გთავაზობთ რამდენიმე ტატუ არტისტს, რომლებსაც შეგიძლიათ საკუთარი სხეული მოსახატად მიანდოთ:

სანია ლუცენკო

 

პიტო სეთურიძე

 

ნინო ცქიტიშვილი

 

ანდრეი აივაზიანი

 

ტატიანა გოდიბაძე

 

გიორგი განჯაშვილი

 

სვირინგების გაკეთებამდე გაითვალისწინეთ, რომ მისი ხიბლი არამხოლოდ ლამაზ ნახატში, არამედ იმ შინაარსშია, რასაც მასში ჩადებთ, შესაბამისად, ეცადეთ, რომ ნახატი, რომელსაც საკუთარ სხეულზე განათავსებთ, ორიგინალური ნამუშევარი იყოს და არა სხვისი სვირინგის ასლი.

მნიშვნელოვანია ტატუსთვის ადგილის შერჩევაც: ტატუმ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, თუკი საჯარო სამსახურში, ფინანსურ ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპირებთ მუშაობს დაწყებას და ის ხილულ ადგილას გაქვთ (მაგალითად, მაჯაზე, თითებზე, ყელზე, კისერზე, სახეზე).


რეკომენდებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.