11 მაისს ტელეარხმა “Настоящее время” თავის საიტზე ერთი კვირით განათავსა სერგეი ლოზნიცას ფილმი “სახელმწიფო დასაფლავება”, რომელშიც სხვა საარქივო კადრებს შორის ნაჩვენებია სტალინის დაკრძალვამდე თბილისში, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე გადაღებული დოკუმენტური ქრონიკის კადრები.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. კორონავირუსის გამო ცერემონიას მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მხოლოდ 15 წარმომადგენელი დაესწრო.
იტალიის ქალაქების რამდენიმე მერმა აღშფოთებული ვიდეომიმართვა გაავრცელა, ზოგი მათგანი კი ქუჩაშიც კი გავიდა იზოლაციის რეჟიმის დამრღვევების სათითაოდ შესარცხვენად.
მთელ ესპანეთში ადამიანები მივიდნენ თავიანთ ფანჯრებთან და ხანგრძლივი ტაშით გამოხატეს თავიანთი მადლობა ქვეყნის ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელბის მიმართ, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან.
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, ქალთა მოძრაობამ ფილარმონიის წინ პერფომანსი გამართა ჩვენს საზოგადოებაში ქალზე ძალადობის მიმართ არსებული გულგრილობის გასაპროტესტებლად.