გირჩევთ თბილისის რამდენიმე კაფეს, სადაც კარგ მენიუსთან ერთად მშვიდი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ - საქმიანი შეხვედრებისთვის ან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
თბილისის სხვადასხვა უბანში განლაგებული ეს კაფეები და რესტორნები საუკეთესო ეზოებითა და ვერანდებითაა გამორჩეული. აქ სტუმრობისას ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენ შეძლებთ დროებით თავი დააღწიოთ ურბანულ ქაოსს და მშვიდ გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.