fbpx

Romantic Love Was Invented to Manipulate Women – ჯენი ჰოლცერი და ტრუიზმები


გააზიარე სტატია

Romantic love was invented to manipulate women (რომანტიკული სიყვარული ქალების მანიპულირებისთვის გამოიგონეს)

ან

In a dream you saw a way to survive and you were full of joy (სიზმარში შენ დაინახე გადარჩენის გზა და სიხარულით აღივსე) – ვკითხულობთ ჰოლზერის ტრუიზმებს.

ჯენი ჰოლცერის შოკის მომგვრელი და უკიდურესად ემოციური სლოგანები, რომელიც მისი ტრუიზმების სახელით არის ცნობილი, მთელ მსოფლიოში შეგხვდებათ მაისურებზე, პოსტერებზე, ნეონის განათებებზე და პრეზერვატივებზეც კი.

“ომის დაწყების თარიღი საიდუმლოდ დარჩება”, ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ადრინდელ ტრუიზმს. ორი დეკადის განმავლობაში ჰოლცერის “ეკლებიანმა” აფორიზმებმა მთელი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით დაიპყრო – უმეტესად LED ეკრანებზე სკროლინგით და სხვადასხვა შენობის ტექსტებით შეფუთვით. შეიძლება ითქვას, რომ ჯენიმ ენა სკულპტურულ მედიუმად აქცია.

ჰოლცერი, 1950 წელს ოჰაიოში დაიბადა, 1976 წელს კი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ნიუ იორკში გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ მისი პოსტერები გამოჩნდა, რომლებმაც პოპულარობა  მალევე მოიპოვა და კინოთეატრების აბრებზე და Times Square-ზე გადაინაცვლა.

9/11 ტრაგედიის შემდეგ პერიოდში, თქვენ დაუბრუნდით ხატვას, როდესაც უკვე ცნობილი იყავით როგორც განსხვავებულ მედიუმებში მოღვაწე არტისტი. რატომ დაუბრუნდით ხატვას შუა კარიერაში?

ყოველთვის მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, თუმცა დასაწყისშივე ჩავფლავდი, რადგან სხვა დანარჩეთან ერთად მოუთმენელიც ვიყავი. მინდოდა მალევე გავეცანი სამყაროს, კარგ მხატვარს კი ამისთვის წლები სჭირდება. თუმცა არც ჩემი კარიერული გზა იყო მარტივი, რადგან ძალიან, ძალიან, ძალიან ვღელავდი ცუდ არტისტად არ ჩამოვყალიბებულიყავი. მოკლედ ხატვაზე დიდი ხნით უარის თქმა მომიწია. თუმცა როდესაც ჩვენ (ამერიკა) ერაყში შევედით და მე ვერ ვიპოვე პასუხი თუ რატომ – გადავწყვიტე ჩემი პროტესტი ნახატებით გადმომეცა, თუმცა ვცდილობდი სოციალიზმს და რეალიზმს გავმიჯნოდი, რადგან ამის არც ნიჭი მაქვს და არც სურვილი.

თქვენს ადრეულ ნამუშევრებში, მაგალითად ტრუიზმებში (1977-79), ფრაზები, რომლებსაც იყენებთ პოსტერებზე თუ ლედ ეკრანებზე თქვენი მოფიქრებულია. შემდეგ თქვენ დაიწყეთ არსებული ტექსტებიდან და პოეზიიდან ფრაზების აღება. თქვენი ნახატებიც, რომლის შესაქმნელადაც სხვის მიერ დამზადებული საბუთები გამოიყენეთ (ამერიკის ერაყში შესვლის სხვადასხვა დოკუმენტი) თითქოს სხვის ნამუშევარს მატებს ექსპრესიას და ესთეტიკას. რატომ შეცვალეთ მიდგომა?

ეს ყველაფერი მემორიალის კეთების დროს დაიწყო და თითქოს რაღაც მომენტში გავიყინე. ჩემი სულელური ტექსტები მემორიალის ტექსტისთვის ადექვატურად არ ჩავთვალე და ამიტომაც დავიწყე სხისი ფრაზების გამოყენება. ვეცნობოდი სხვადასხვა ძველი პოლიტიკოსების არქივს და შემდეგ მათ სიტყვით გამოსვლას ვიყენებდი ჩემ ხელოვნებაში. ამ პროექტზე სხვადასხვა ხელოვანთან ერთად ვიმშავე, მე ძალიან მჭირდება ადამიანები!

და მაინც, როგორ დაიწყო ტრუიზმები? ან რა არის – თარგმანი? რეაქცია? თუ კიდე რაიმე სხვა

მაშინ ვფიქრობდი და პრინციპში ახლაც, რომ ტრუიზმებში ნათქვამი ფრაზები ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ვიცოდი, თუ რამეს არ გავაკეთებდი ხალხის 99% ამას ვერ ნახავდა. ამიტომ, დავბეჭდე პოსტერები და ღამე ქუჩებში მათი გაკვრა დავიწყე. თან ეს ყველაფერი, ვგულისხმობ ქუჩაში პოსტერების გაკვრას, არალეგალური იყო, შესაბამისად  აუცილებლად ანონიმურობა უნდა შემენარჩუნებინა. მაშინდელი ტრუიზმები, ადაპტირებული იყო ქუჩისთვის და შესაბამისად მოკლე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ისინი ძალიან მალე გახდა პოპულარული.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.