fbpx

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში – ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი


გააზიარე სტატია

რამდენიმე წელია, რაც ინსტაგრამმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ადგილი დაიმკვიდრა. 2012 წელს ფოტოგაზიარების ეს აპლიკაცია მარკ ცუკერბერგმა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად, მილიარდ დოლარად შეისყიდა და თავის ციფრულ იმპერიას შეუერთა. ფეისბუკის მფარველობით სოციალური ქსელი სწრაფად განვითარდა. 2012 წელს ინსტაგრამს 30 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა. დღეს მათი რიცხვი 600 მილიონს ითვლის.

Instagram-ის ხიბლი მხოლოდ მის ბევრ მომხმარებელში როდია – ინსტაგრამმა ფაქტობრივად ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში (კვება, მუშაობა, თავისუფალი დრო, ხელოვნება, მოდა, მარკეტინგი, მოგზაურობა და ა.შ.) შეაღწია და სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებელთა შორის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

ნელ-ნელა სტატიკურ გამოსახულებებს Gif-ების, მოკლე ვიდეოებისა და დღის ისტორიების ატვირთვის ფუნქცია დაემატა და ვიზუალზე კონცენტრირებული კონტენტისთვის საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა – მას დღეს უკვე მილიონობით სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანი იყენებს საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციის მიზნით.

Instagram-ზე საკმაოდ მაღალია ეროტიკის ჟანრში მომუშავე ვიზუალური არტისტების კონცენტრაცია. ინსტაგრამის საკმაოდ მკაცრი ცენზურის მიუხედავად, ის დღემდე მაინც უფრო ლოიალურ პლატფორმად რჩება, ვიდრე მაგალითად, Facebook და შესაბამისად, არაერთი არტისტი იყენებს ამ არხს ეროტიკული ხასიათის საინტერესო არტის მომხმარებლებამდე მისატანად. ისინი კი, ვინც განსაკუთრებით საინტერესო პროდუქციას ქმნიან, ასიათასობით მიმდევრის გაჩენასაც ახერხებენ და Instagram-ს საქმიანი კონტაქტების დასამყარებლადაც აქტიურად იყენებენ.

დღეს წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ. კვლევისას თვალშისაცემი აღმოჩნდა განსხვავებები ინსტაგრამის გამოყენების სპეციფიკაში ქართველ და უცხოელ არტისტებს შორის: ქართველი არტისტების არხები ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათი უცხოელი კოლეგების არხები კი უფრო ფოკუსირებულია და რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას მისდევს.

  • არჩილ კორძაიას ბოლო ნამუშევრები ძირითადად კომიქსების სტილშია შესრულებული. მკვეთრი ფერის მარკერებით ნახატ სიუჟეტებში სექსისა და ეროტიკის თემა ხშირად გვხვდება. www.instagram.com/archibaldkordzaia/

 

  • თამარა ლორთქიფანის წიგნის, “ეროტიკული ჩანაწერების” კეთების პროცესი, მასში შესული ისტორიები და ილუსტრაციები ინტერნეტმომხმარებელს ხელოვანის შიდა სამზარეულოს აცნობს. ეროტიკული ჩანაწერები არტისტული წიგნია, რომლის თითო გვერდზე თითო პირადი ისტორიაა, რომელსაც სხვადასხვა დროს ავტორს სხვადასხვა ნაცნობი უყვებოდა, თამარა კი მათი ნარატივის მიხედვით მარტივ ილუსტრაციებს აკეთებდა. ბოლოს ამ ყველაფერმა წიგნის სახე მიიღო და სხვა მედიუმში გადაინაცვლა. www.instagram.com/eroticstorie

 

  • თემო მაჭავარიანის ნეონის გამოსახულებები, ფერადი მინიმალისტური ილუსტრაციები და ბარებისა და კლუბების პოსტერები სოციალური მედიის კონტენტისთვის ერთიანობაში ეკლექტურ მიქსს ქმნის. www.instagram.com/masterskey

 

  • გიორგი ქოჩიაშვილი მხატვარია და მის გვერდზე არა მხოლოდ ეროტიკას, არამედ მისივე საუკეთესო ნამუშევრებსაც დაათვალიერებთ, მაგრამ ვინაიდან გიორგის მხატვრობას მსუბუქი ეროტიკული ელემენტები ახასიათებს, ჩვენს სიაში ადვილად აღმოჩნდა. www.instagram.com/qochiashvili.giorgi 

რეკომენდებული სტატიები
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
მას ასე უბრალოდ ვერ “შეითრევთ საწოლში” - ანდოიდის სხეული სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებითაც თოჯინა თქვენ შეხებას გრძნობს და სანამ სექსზე დაგთანხმდებათ, თქვენგან მოფერებას და ყურადღებას ითხოვს
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.