ქოლგა თბილისი ფოტო 2018
KOLGA TBILISI PHOTO აცხადებს ყველაზე მასშტაბურ, საერთაშორისო და პრესტიჟულ ფოტოკონკურსს „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან.
საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება მსოფლიოს მასშტაბით.
წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- დოკუმენტური სერია
- რეპორტაჟი
- კონცეპტუალური ფოტოპროექტი
- საუკეთესო კადრი/Best shot
- მობილური ერთი კადრი
- მობილური ფოტოსერია
ქართველი ფოტოგრაფებისათვის კონკურსზე რეგისტრაციის საფასურია 15$.
საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ 500 – 500 აშშ დოლარი.
KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. პრემიალური თანხა 500€-ს შეადგენს. ამ პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს პროფესიულ განვითარებასა და ფოტოგრაფიის სამყაროში გზის გაკვლევაში.
სპეციალური პრიზი ქართველი ფოტოგრაფებისთვის: სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში. ეს პრიზი გადაეცემა ქართველ ფოტოგრაფს, რომელსაც ფოტოსააგენტო პროსპექტი შეარჩევს შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.
გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობს საერთაშორისო ჟიური:
- ლარს ლინდემანი – ჟურნალი GEO-ს ფოტორედაქტორი და შემოქმედებითი დირექტორი (გერმანია)
- რიჩარდ ბრემი – ფოტოგრაფი (აშშ)
- თინა შელჰორნი – გალერისტი, კურატორი (გერმანია)
- ნიკოლაი ლაოტლიევი – ფოტოგრაფიის ასოცირებული პროფესორი (ბულგარეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ქოლგა თბილისი ფოტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 10 თებერვლიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]