fbpx

11 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია


1. Stranger Things-ის შემქმნელები მეთ და როს დაფერები ქალების სიტყვიერ შეურაცხყოფაში სერიალის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პეიტონ ბრაუნმა დაადანაშაულა. “მოწმე ვარ, როგორ შეურაცხყოფდა გადასაღებ მოედანზე ორი ყველაზე გავლენიანი კაცი რამდენიმე ქალს. პირობა დავდე, რომ თუ ოდესმე მე აღმოვჩნდებოდი მსგავს სიტუაციაში, ამას აუცილებლად ვიტყოდი და აი, აქ ვარ. ჩემს 11,5 ათას ფოლოვერს მინდა ვუთხრა – TIME IS UP (დრო ამოიწურა)”, – წერდა ინსტაგრამის პოსტში ბრაუნი.

წყარო: http://www.indiewire.com/

2. Disney-მ “ვარსკვლავური ომების” თემაზე მშენებარე პარკის პირველი ოფიციალური კადრები გაავრცელა. პარკის გახსნა 2019 წელს იგეგმება.

წყარო: https://www.youtube.com

3. დიდ ბრიტანეთში საუკეთესო დედის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში პრინცესა დაიანამ გაიმარჯვა. ათეულში ასევე მოხვდნენ – დედოფალი ელიზაბეტ მეორე, მიშელ ობამა და ჯოან როულინგის, “ჰარი პოტერის” ერთ-ერთი პერსონაჟი მოლი უიზლი. ამავე გამოკითხვაში ღვთისმშობელმა მარიამმა მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.


წყარო: https://www.telegraph.co.uk

4. ფეხბურთელი ლიონელ მესი მესამე შვილი მამა გახდა. ახალშობილ ბიჭს ჩირო დაარქვეს.


წყარო: https://www.instagram.com/

5. ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაშავდა კალიფორნიაში ორმხრივი სროლისას. ინციდენტი კალიფორნიის ქალაქ პომონაში მაშინ მოხდა, როდესაც სახლიდან ცეცხლი უცნობმა კაცმა გახსნა.


წყარო: https://edition.cnn.com

6. ირანელი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი საჯაროდ მოიხსნა, 2 წლით დააპატიმრეს. თეირანელი პროკურორის, აბას ჯაფარის განცხადებით, ის “გარყვნილების პროპაგანდაში” დაადანაშაულეს. მისივე ინფორმაციით, ქალი ავად არის და მას მკურნალობა სჭირდება.


წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
9 მარტი - დილიდან

9 მარტი - დილიდან

9 მარტი - დილიდან
“ფიორენტინას“ დავიდე ასტორის გამოსვენება, Google-მა Android P-ს ტესტური ვერსია გამოუშვა, ბარბის თოჯინების 17 ახალი ინტერპრეტაცია, პრინც ჰარის საცოლე ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა
8 მარტი - დილიდან

8 მარტი - დილიდან

8 მარტი - დილიდან
8 მარტი, სექსი დიდ ქალაქში, „ფორბსის“ მილიარდერების განახლებული სია და დილის სხვა სიახლეები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.