fbpx

12 მარტი – დილიდან 


გააზიარე სტატია

1. მარველის, Black Panther, რომლის პრემიერაც თებერვალში შედგა, ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. შავი პანტერა მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.
ფილმის გადაღება $200 მილიონი დაჯდა.

წყარო: http://www.bbc.com/

2. დედიკას გალერეა წარადგენს ილია ბალავაძის პირველ სოლო შოუს – “მე ნამდვილი ვარ”, რომელიც ამ მხატვრის ბიოგრაფიის სრულიად ახალ ეტაპს აღნიშნავს და ნამდვილი სიურპრიზი იქნება მათთვის, ვინც მის ადრინდელ შემოქმედებას იცნობს.
მისამართი: თბილისი, ათონელის 27


წყარო: https://www.facebook.com/events/592557311080370/

3. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ გააუქმა კონსტიტუციური შეზღუდვა, რომელიც სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მაქსიმუმ ორი ვადით არჩევას ითვალისწინებდა. ახალი წესის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ სი ძინ პინმა, შეეძლება 2023 წელს თავიდან მიიღოს თავმჯდომარის მანდატი.


წყარო: http://www.scmp.com/

4. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში 12 მარტს, 20:00 საათზე, ზაზა თვარაძის პოეზიის საღამო გაიმართება. პოეტის ლექსებს ზაზა თვარაძის მეგობრები წაიკითხავენ.


წყარო: https://www.facebook.com/events/417235912055527/

5. Facebook ახალი ფუნქციის – ხმოვანი სტატუსის დამატებაზე მუშაობს. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, კომპანია ახალ ფუნქციას უკვე ტესტავს. Facebook-ში ფიქრობენ, რომ ხმოვანი სტატუსები გაამარტივებს იმ მომხმარებლების საქმეს, რომლებსაც სტატუსის დაწერა არა მათ მშობლიურ ენაზე, არამედ უცხო ენაზე სურთ, თუმცა შესაბამისი კლავიატურა არ აქვთ. გარდა ამისა, ის საქმიანი ადამიანებისთვის დროსაც დაზოგავს და სოციალურ ქსელს უფრო მოსახერხებელს და მათზე მორგებულს გახდის.


წყარო: https://economictimes.indiatimes.com

6. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გრძელდება გამოფენა “მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა,” სადაც წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში, სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში, შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.


წყარო: https://www.facebook.com/events/208732953010818/

7. 12 მარტიდან შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია წელს მეშვიდედ ატარებს. კამპანიის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ჩაერთე კამპანიაში, შეიძინე #წინდამინდა, გადაიღე ფოტო ან ვიდეო და გააზიარე სოციალური ქსელებით. შეიტანე შენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად.


წყარო: https://www.facebook.com/events/157710071599642/

8. 13 მარტიდან მუსიკისა და დრამის თეატრში მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ინგლისურენოვანი მიუზიკლი Welcome to Georgia – the Musical, რომელშიც მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს, მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ქართული ღვინისა და სუფრის შესახებ.


წყარო: https://at.ge/2018/03/07/musikli/

9. ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი ტომ ჰარდი რეჟისორ ჯოშ ტრენკის ბიოგრაფიულ ფილმში, სახელწოდებით Fonzo, ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს როლს შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები აპრილში დაიწყება. პროექტი, რომელიც მრავალი წელია იგეგმება, ჩიკაგოს ყველაზე გავლენიანი განგსტერის, ალ კაპონეს სიცოცხლის ბოლო წლებს ასახავს.


წყარო: http://www.ladbible.com

 


რეკომენდებული სტატიები
11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან
"ვარსკვლავური ომების" თემაზე მშენებარე პარკის პირველი ოფიციალური კადრები, ირანელი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი საჯაროდ მოიხსნა, 2 წლით დააპატიმრეს, ფეხბურთელი ლიონელ მესი მესამე შვილი მამა გახდა. დიდ ბრიტანეთში საუკეთესო დედის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში პრინცესა დაიანამ გაიმარჯვა
9 მარტი - დილიდან

9 მარტი - დილიდან

9 მარტი - დილიდან
“ფიორენტინას“ დავიდე ასტორის გამოსვენება, Google-მა Android P-ს ტესტური ვერსია გამოუშვა, ბარბის თოჯინების 17 ახალი ინტერპრეტაცია, პრინც ჰარის საცოლე ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.