ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, ჟივანში, გარდაიცვალა
გააზიარე სტატია
ფრანგული ბრენდის Givenchy-ს დამფუძნებელი, იუბერ ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობა ფრანგი დიზეინერის გარდაცვალების შესახებ მისმა პარტნიორმა ფილიპ ვენეტმა გაავრცელა.
“გულისტკივილით გაუწყებთ, რომ იუბერ ტაფინ დე ჟივანში გარდაიცვალა” – ამბობს ვენეტი განცხადებაში, რომელიც ჟივანშის მოდის სახლიდან გაავრცელა.
ჟივანშიმ ბრენდი 1952 წელს დააარსა და იქ 1995 წლამდე მუშაობდა.
ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც იყვნენ ოდრი ჰეპბერნი, ჟაკლინ კენედი, გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და მარია კალასი.
წყარო: http://www.bbc.com/