fbpx

13 მარტი – დილიდან 


გააზიარე სტატია

1. ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა.
Delicate სვიფტის ბოლო ალბომის მე-6 სინგლი და უკვე მეოთხე კლიპია, რომელიც Reputation-ის ფარგლებში გამოვიდა. კლიპი ჟოზეფ ხანიმ გადაიღო., უკვე წლებია ხანი სვიფტის კლიპების ავტორია.

წყარო: https://www.youtube.com/

2. ქართველი მუსიკოსისა და მომღერლის, ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი გერმანული ენაზე გამოიცემა. “მშვიდ ცურვას” გამომცემლობა Dagyeli Verlag გამოსცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

წყარო: https://www.facebook.com/georgiannationalbookcenter

3. SpaceX-ის რაკეტის, Falcon Heavy წარმატებით გაშვებიდან ერთი თვის შემდეგ Westworld-ის შემქმნელმა ჯონათან ნოლანმა მოვლენის ამსახველი 2-წუთიანი ფილმი გამოუშვა. ვიდეოს საუნდტრეკად დევიდ ბოუის, Life On Mars არის გამოყენებული.

წყარო: https://www.youtube.com/

4. რომანტიკული კომედიების ვარსკვლავმა, მსახიობმა კამერონ დიაზმა სამსახიობო კაერიერა ოფიციალურად დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის უახლოესმა მეგობარმა სელმა ბლერმა დაადასტურა. ბლერის თქმით, დიაზი დიდ ეკრანზე გამოჩენას აღარ აპირებს და მთელ დროს ოჯახს დაუთმობს. კამერონ დიაზის მონაწილებით ბოლო ფილმი ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა.


წყარო: https://www.vanityfair.com/

5. აშშ-ს პოლიციის სპეციალურ დეპარტამენტში ძაღლებს სირიიდან და ერაყიდან უკანონოდ გადმოტანილი და მოპარული ანტიკური საგანძურის აღმოსაჩენად გაწვრთნიან. ახალი პროგრამა პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული Penn Vet Working Dog Center-ის მეშვეობით განხორცილდება. ცენტრი სხვადასხვა პროფილის დამხმარე ძაღლების გაწვრთანზე 2012 წლიდან მუშაობს.


წყარო: https://www.theguardian.com/

6. ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ახალი ტესტი ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც საშუალებას იძლევა ძუძუს და რამდენიმე სხვა სახის კიბოს გენეტიკური რისკის ანალიზი სახლის პირობებში ჩატარდეს. ტესტი აშშ-ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდება და ის საავადმყოფოს, ან ამბულატორიულ პირობებში ჩატარებულ ანალიზთან შედარებით გაცილებით იაფი დაჯდება.


წყარო: https://www.nytimes.com/

7. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი კინოს უბრუნდება. 80 წლის მსახიობი ოსკარის ნომინანტი გერმანული ფილმის, Toni Erdmann რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას. ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ფილმში კრისტენ ვიგიც ითამაშებს.


წყარო: http://www.imdb.com/

8. დღეს, 19:00 საათზე, წიგნის სახლი ბახტრიონზე ხუთი თანამედროვე და სრულიად განსხვავებული სტილის მქონე ქართველი მხატვრის რეპროდუქციების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. მერაბ აბრამიშვილის, პეტრე ოცხელის, კარლო კაჭარავას, ირაკლი სუთიძის და ეთერ ჭკადუას ნამუშევრების რეპროდუქციები ტილოზე, მუყაოზე და ქაღალდზე “სეზანის” მაღალი ხარისხის, უნიკალური, 11-ფერიანი ბეჭდვის ტექნოლოგიით არის შესრულებული.


წყარო: https://www.facebook.com/events/211584456087975/

9. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველმა გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა ნიუ-იორკში, Knicks Talent Search შოუში გაიმარჯვა. კონკურსი Madison Square Garden-ში მიმდინარეობდა. მამადაშვილმა ბილი ჯოელის სიმღერა New York State of Mind შეასრულა.


წყარო: https://1tv.ge/

10. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გრძელდება გია ბუღაძის გამოფენას “Olim – ოდესღაც”. გამოფენაზე წარმოდგენილია გია ბუღაძის 33 დამოუკიდებელი ნამუშევარი, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.


წყარო: https://www.facebook.com/events/2008235002539065/


რეკომენდებული სტატიები
12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 
Black Panther ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. Facebook ახალი ფუნქციის - ხმოვანი სტატუსის დამატებაზე მუშაობს. 13 მარტიდან მუსიკისა და დრამის თეატრში ინგლისურენოვანი მიუზიკლი Welcome to Georgia – the Musical იწყება.
11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან
"ვარსკვლავური ომების" თემაზე მშენებარე პარკის პირველი ოფიციალური კადრები, ირანელი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი საჯაროდ მოიხსნა, 2 წლით დააპატიმრეს, ფეხბურთელი ლიონელ მესი მესამე შვილი მამა გახდა. დიდ ბრიტანეთში საუკეთესო დედის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში პრინცესა დაიანამ გაიმარჯვა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.