fbpx

14 მარტი -დილიდან 


გააზიარე სტატია

1.Big Little Lies-ის სცენარისტები დევიდ კელი და ბრუნა პაპანდრეა HBO-სთან ერთად ახალ სერიალს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. სერიალს The Undoing ერქმევა და ის ჯეინ კორელიცის რომანის, You Should Have Known-ის, ადაპტაცია იქნება. სერიალის სიუჟეტი წარმატებული თერაპევტის, გრეის საქსის ისტორიას გვიყვება, რომლის ცხოვრებაც წიგნის გამოცემის შემდეგ უარესობისკენ იცვლება.

წყარო: http://www.foxnews.com/

2. Little Fires Everywhere – ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელშიც მთავარ როლებს კერი ვაშინგტონი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ. სერიალი 2017 წელს გამოსულ სელესტ ენჯის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. სერიალის სიუჟეტი ოჰაიოში ვითარდება და ის ახალ სამეზობლოში გადასული მარტოხელა დედის ისტორიას მოგვითხრობს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

3. Warner Bros.-მა ფილმის, “ჯადოსნური ცხოველები და გრინდელვალდის დანაშაულების” პირველი ტრეილერი გაავრცელა. ტრეილერის პირველივე კადრებში ჰოგვორტსი ჩანს და ახალგაზრდა დამბლდორსაც ვხვდებით, რომლის როლსაც ჯუდ ლოუ ასრულებს. როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ედი რედმეინის ცხოველების მოყვარულ ჯადოქარ პერსონაჟს არჩევანის გაკეთება დამბლდორსა და გრინდელვალდს შორის მოუწევს. ამ უკანასკნელის როლს ფილმში ჯონი დეპი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

4. 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე “ჭკვიან” ქალაქად სინგაპური დასახელდა. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია Uniper Research-მა ჩაატარა. სინგაპური საუკეთესო აღმოჩნდა მობილურობის, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში. ”ჭკვიანი” ქალაქების საერთაშორისო რეიტინგში მეორე ადგილს სან-ფრანცისკო იკავებს, მესამეს კი – ლონდონი. ათეულში ასევე მოხვდნენ: ნიუ-იორკი, ბერლინი, ჩიკაგო, ტოკიო და მელბურნი.

წყარო: https://www.channelnewsasia.com/

5. უახლოეს მომავალში Cranberries თაყვანისმცემლებს აქამდე უცნობი სიმღერების მოსმენის საშუალება მიეცემათ. ჯგუფი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც ჯერ კიდევ დოლორეს ო’რიორდანის მონაწილეობით შეიქმნა. ალბომი მარტში უნდა გამოსულიყო, თუმცა ო’რიორდანის გარდაცვალების გამო თარიღმა გადაიწია. ირლანდიელი მუსიკოსი, დოლორეს ო’რიორდანი 46 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.

წყარო: https://www.rollingstone.com/

6. HBO-ს პროდიუსერმა ფრანცესკა ორსიმ ისრაელში გამართულ შეხვედრაზე GOT-ის ფინალურ სეზონზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მერვე სეზონში რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება.
“წინასწარ არც ერთ მსახიობს არ ჰქონდა წაკითხული სცენარი და ხმამაღალი კითხვის დროს სათითაოდ იგებდნენ, რომ მათი პერსონაჟი მოკვდა”, – ამბობს ფრანცესკა ორსი. რა თქმა უნდა, უცნობია, რომელ პერსონაჟებს გულისხმობდა არხის პროდიუსერი, ამ ყველაფერს კი ჩვენ მხოლოდ 2019 წელს გავიგებთ, როცა “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონი გამოვა.


წყარო: http://bgr.com/

7. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები. ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1


წყარო: https://www.facebook.com/events

8. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტში, ტრადიციულად, ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, 14 მარტს, 19:00 საათზე წიგნის სახლ “ლიგამუსში” გაიმართება ფილმის, “სუფრაჟისტები” კინოჩვენება და დისკუსია. ფილმი მოგვითხრობს ფემინისტ ქალებზე, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას. ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან დასაპირისპირებლად კი მზად იყვნენ, დაეკარგათ ყველაფერი: სამუშაო ადგილები, სახლები, შვილები და საკუთარი ცხოვრება. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდებოდა დიდ ბრიტანეთში.
ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ისტორიული მიღწევებისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის, აგრეთვე, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის მიზნით.


წყარო: https://www.facebook.com/events

9. Apple-მ თავისი რუკის დასახვეწად და გასამდიდრებლად ველოსიპედების გაქირავების მონაცემების ბაზა დაამატა და ახლა, მსოფლიოს 36 ქვეყნის 179 ქალაქში, Apple-ს მომხმარებლებს შეუძლიათ Apple Map-ის საძიებო ველში Bike-Sharing ჩაწერონ ან უბრალოდ გამქირავებელი კომპანიის სახელი და შედეგად მიიღებენ ზუსტ მისამართს, გზამკვლევსა და ადგილამდე მისასვლელი დროის შესახებ ინფორმაციას. ამასთან ერთად, თქვენ გაიგებთ კომპანიის საიტსა და ტელეფონის ნომერს.


წყარო: https://www.engadget.com/

10. ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დღეს, 14 მარტს, გაავრცელა.

წყარო: http://www.bbc.com


რეკომენდებული სტატიები
13 მარტი - დილიდან 

13 მარტი - დილიდან 

13 მარტი - დილიდან 
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი გერმანული ენაზე გამოიცემა. მსახიობმა კამერონ დიაზმა სამსახიობო კაერიერა ოფიციალურად დაასრულა.
12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 
Black Panther ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. Facebook ახალი ფუნქციის - ხმოვანი სტატუსის დამატებაზე მუშაობს. 13 მარტიდან მუსიკისა და დრამის თეატრში ინგლისურენოვანი მიუზიკლი Welcome to Georgia – the Musical იწყება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.