fbpx

16 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია

დავით გარეჯის კომპლექსი ევროპა ნოსტრას “განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის” ფინალისტებს შორის მოხვდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

კრისტენ სტიუარტი რეჟისორ ბენედიქტ ენდრიუსის ახალ დრამაში ლეგენდარული მსახიობის, ჯინ სიბერგის როლს შეასრულებს, რომელიც 1979 წლის აგვისტოში დაკარგულად გამოაცხადეს და 11-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღი.

წყარო: http://variety.com/

 

მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტთან 950-ტონიანი ხიდი ჩაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ადგილიდან გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჩამოშლილი კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილია მანქანები.

წყარო: http://abcnews.go.com

 

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში კაცმა ნაგვის ურნაში ჩემოდანი იპოვა, რომელშიც 8 მილიონი ევრო იყო. საბედნიეროდ, მპოვნელი პატიოსანი და კანონმორჩილი აღმოჩნდა და ნაპოვნით მაშინვე პოლიციაში წავიდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კუპიურები ყალბი იყო.

წყარო: http://www.dw.com/

 

ამერიკაში, ტექნოლოგიების ფესტივალზე ორმა კომპანიამ, Icon და New Story, ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად უსახლკაროებისთვის სახლების აშენებას გულისხმობს. პროექტი ინოვაციურია და 3D პრინტერებით სახლების მოკლე დროში, დაბალ ფასად აშენებას ითვალისწინებს. 3D-ტექნოლოგიით შექმნილი სახლები 48 საათში შენდება და მისი ღირებულება $10 ათასს შეადგენს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ევროპაში ელექტროენერგიის მწარმოებელებს ეფექტიანბის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლიათ. გერმანული საკონსულტაციო კომპანიის დასკვნაში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროენერგიის ბალანსის წინასწარ განსაზღვრა და ამასთანავე ისეთი მექანიზმის შექმნა, რაც ადამიანებს სახლის პირობებში ენერგოეფექტურობისკენ უბიძგებს.

წყარო: https://uk.reuters.com/

 

კინოს მოყვარულებისთვის დღეს მშვენიერი დღეა, რადგან პარასკევი “ახალი მზიურის” თავისუფალი კინოჩვენებების დროა. 16 მარტს, 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში, ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმის, “წმინდა ირმის მკვლელობის” ნახვას შეძლებთ. ფილმის პრემიერა 2017 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკარის მფლობელი ემა სტოუნი ლუი ვიტონის სახე გახდა. მსახიობმა ახალი კამპანიის ფარგლებში ბრენდის პირველ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომლის პრემიერაც რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

48 წლის მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა პუერტო რიკოში გამართული შეხვედრის დროს გაამხილა, რომ კარიერის დასაწყისში ის თავადაც გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
“ისევე როგორც ქალების უმრავლესობა, მეც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემს ერთ-ერთ პირველ ფილმზე მუშაობისას რეჟისორმა მითხრა, რომ გამეხადა მაისური, რადგან მას ჩემი მკერდის ნახვა სურდა. რა თქმა უნდა, ეს არ გავაკეთე და ეს ისტორია არც დამიმალავს, თუმცა მაშინ მხარი არავინ დამიჭირა, არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დამიცავდა. თუმცა არ დავნებდი, ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი”, – ყვება ლოპესი.

წყარო: https://www.usmagazine.com/


რეკომენდებული სტატიები
14 მარტი -დილიდან 

14 მარტი -დილიდან 

14 მარტი -დილიდან 
Big Little Lies-ის ახალ სერიალს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე “ჭკვიან” ქალაქად სინგაპური დასახელდა. Apple-მ რუკის დასახვეწად ველოსიპედების გაქირავების მონაცემების ბაზა დაამატა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.