fbpx

3 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ განქორწინებაზე ხელი ოფიციალურად მოაწერეს

 Brad Pitt and Angelina Jolie are finally set to settle their previously bitter divorce within weeks

ერთი წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს დაშორდნენ. ხანგრძლივი პროცედურების გავლის შემდეგ, დღეიდან ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრანჯელინა აღარ არსებობს – წყვილმა საბოლოოდ მოაწერა ხელი განქორწინების საბუთებს. როგორც The Sun-ის წყარო ამბობს, პროცესი ძალიან მალევე დასრულდა, მსახიობები კი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს პატივს სცემენ და კარგი ურთიერთობა ექნებათ.
წყარო: https://www.thesun.co.uk/

 

რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის ჩანაწერების მიხედვით მისმა შვილმა ლევან გაბრიაძემ ანიმაციური ფილმი შექმნა

ანიმაციაში მოთხრობილია, როგორ “შეხვდა” “ქინ-ძა-ძასა” და “მიმინოს” სცენარისტი სტალინს, ლენინსა და ჰიტლერს. ანიმაციურ ფილმს “იცი დედა, სად ვიყავი?” ჰქვია. ლევან გაბრიაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება უკვე 20 წელია, მისი ოცნებაა. ანიმაციური ფილმი რუსეთის კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. მისი პრემიერა რუსეთში 26 აპრილს გაიმართება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ჟურნალმა New York Magazine-მა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღორის დინგით გამოსახა

გამოცემამ ილუსტრაცია გამოიყენა სტატიის “101 დღე ჭაობში” გასაფორმებლად, რომელშიც კორუფციაზეა ლაპარაკი.

“საქმე არაა საიდუმლო შეთქმულებაში, არც გაუნათლებელ პოლიტიკასა და არც სისასტიკეში, საქმე კორუფციაში, სულელო!” – წერია ჟურნალის ყდაზე.
წყარო: http://thehill.com/

 

ელდარ შენგელაიამ პრემია “ნიკას” დაჯილდოებაზე გაიმარჯვა

მოსკოვში რუსეთის კინოპრემიის, “ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში – “დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი” ელდარ შენგელაიას ფილმმა “სავარძელმა” გაიმარჯვა. შარშან იგივე ნომინაციაში გამარჯვებული და “ნიკას” მფლობელი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი – რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით “სხვისი სახლი”. “სავარძელი” ელდარ შენგელაიას ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
წყარო: http://www.gnfc.ge

 

ვენეციაში ჯაკომო კაზანოვას პირველი მუზეუმი გაიხსნება

ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა. მუზეუმი გრანდ-კანალთან ახლოს, მალიპიეროს ქუჩაზე მდებარე სახლში იფუნქციონირებს, ზუსტად იქ, სადაც კაზანოვა დაიბადა. ისტორიკოსების თქმით, კაზანოვა მრავალმხრივ ნიჭიერი მეცნიერი იყო. მუზეუმის გახსნა ლეგენდარული ვენეციელის გარდაცვალების 220 წლისთავისთვის დაიგეგმა. ჯაკომო კაზანოვა 1798 წლის 4 ივნისს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: https://www.youtube.com/

 

საფრანგეთში ბავშვებისთვის სკოლაში სიარული 6 წლის ნაცვლად 3 წლის ასაკში გახდება სავალდებულო

– რეფორმის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ ცვლილებების შედეგად საფრანგეთი გახდება ქვეყანა, სადაც, ევროპის მასშტაბით, სავალდებულო სწავლის დაწყების ასაკი 3 წლიდან განისაზღვრება.
წყარო: http://www.france24.com

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გრძელდება გია ბუღაძის გამოფენა “Olim – ოდესღაც”

Image may contain: text

გამოფენაზე წარმოდგენილი გია ბუღაძის სერია არის მეგალოგრაფია, რომელიც შედგება 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა

No automatic alt text available.

ამ დღესთან დაკავშირებით, 3 აპრილს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისათვის. შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც განხილული იქნება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, მშობლებისა და სხვა დამსწრე პირების შეკითხვებს უპასუხებს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.
წყარო: https://www.facebook.com

 

აპარტეიდთან მებრძოლი აქტივისტი უინი მანდელა, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Image result for Winnie Madikizela-Mandela: Anti-apartheid campaigner dies at 81

უინი მადიკიზელა-მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას მეუღლე იყო. მათ 1958 წელს იქორწინეს. წყვილი ნელსონ მანდელას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 10 წელიწადში დაშორდა.
წყარო: http://www.bbc.com/

 

ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მალალა იუსაფზაი, თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ პაკისტანში, საკუთარ სახლში დაბრუნდა

Malala Yousafzai, sat and staring into the camera in Pakistan

სწორედ იქ, სადაც მას 2012 წელს, ქალების განათლების კამპანიის წამოწყების გამო, 15 წლის ასაკში თავში ესროლეს. მალალა იუსაფზაი პაკისტანს 4-დღიანი ვიზიტით ეწვია. მას აეროპორტში გაძლიერებული დაცვა დახვდა, აეროპორტის დატოვებისას ნობელის პრემიის ლაურეატს 15 მანქანისგან შემდგარი ესკორტი იცავდა. მალალამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში, ბიბისის ბლოგერი გახდა, სადაც თალიბანის რეჟიმზე, საკუთარ ცხოვრებასა და გოგონების განათლების უფლებებზე წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გოგოებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა. 2012 წელს თალიბებმა მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.
წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
2 აპრილი - დილიდან

2 აპრილი - დილიდან

2 აპრილი - დილიდან
ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწისკენ მოექანება და ჩვენს ატმოსფეროში, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 2 აპრილს შემოვა
30 მარტი - დილიდან

30 მარტი - დილიდან

30 მარტი - დილიდან
ქართველი მსახიობი ელენა სატინი CBS-ის ახალ სერიალში, Strange Angel, რუპერტ ფრენდთან ერთად ითამაშებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.