fbpx

ბადრი ვადაჭკორიას XX საუკუნე


გააზიარე სტატია

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში დღეს, 7 საათზე, აღმაშენებლის 68-ში მდებარე ფოლკლორის ცენტრში, ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა გაიხსნება.

ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს.1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წლებში არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესდა. გადაღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში.

საქართველოს თემაზე გამოსცა არაერთი წიგნი, რისთვისაც სხვადასხვა ჯილდო და პრემია დაიმსახურა. მოწყობილი აქვს ფოტოგამოფენები მსოფლიოს მრავალ ქალაქში.

წარდგენილია პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიაზე.


რეკომენდებული სტატიები
საბჭოთა გაჩერებები საქართველოში

საბჭოთა გაჩერებები საქართველოში

საბჭოთა გაჩერებები საქართველოში
ფოტოკვირეულ “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს ფარგლებში 5 მაისს გაიხსნება ნანუკა ზაალიშვილის ფოტოპროექტის გამოფენა, რომელიც საქართველოში შემორჩენილ საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებს ეძღვნება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.