fbpx

17 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

Image result for lgbt flag

ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც 17 მაისს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი  სიმბოლურად შეირჩა, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 

 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიმართება

Image may contain: outdoor

ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ფესტივალის ფარგლებში, 16 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით  რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com

 

19 მაისს აქცია  “ღამე მუზეუმში” მოეწყობა

Image may contain: text

აქციის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. აქციას “ღამე მუზეუმში”  საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.
წყარო: https://www.facebook.com

 

17 მაისს, 19:00 საათზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიაში გაიმართება შეხვედრა ერიკ ემანუელ შმიტის წიგნის – “ორი მამაკაცი ბრიუსელიდან” მთარგმნელთან, მერაბ ფიფიასთან

No automatic alt text available.

“ორი მამაკაცი ბრიუსელიდან” ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია. ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.
წყარო: https://www.facebook.com

 

გარი ოლდმანი თავისი მეორე სარეჟისორო პროექტის განხორციელებას გეგმავს ეს გახდება ბიოპიკი “მფრინავი ცხენი“, სადაც მსახიობი ასევე მთავარ როლს შეასრულებს და თავად დაწერს სცენარსაც. ფილმის პროდიუსერები ტაკერ ტული და დუგლას ურბანსკი იქნებიან.

ფილმის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ცნობილი ფოტოგრაფის, ედვარდ მეიბრიჯის შესახებ მოგვითხრობს, რომლის გამოგონებამაც კინემატოგრაფიის შექმნას შეუწყო ხელი. ის იყო პირველი, რომელმაც ეკრანზე გამოსახულების მოძრაობის ჩვენება შეძლო. მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სწორედ მორბენალი ცხენი გახდა.
წყარო: http://deadline.com

 

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ექვსეპიზოდიან მინი-სერიალს გადაიღებენ, რომლის ბიუჯეტიც $80 მილიონი იქნება

სერიალში მთავარი როლს ბენედიქტ კამბერბეჩი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 52 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას. დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირს დატოვებს. აღნიშნული პროცესი მინიმუმ ორ წელიწადს გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მძიმედ აისახოს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე.
წყარო: http://deadline.com

 

მალევიჩის ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე კაზიმირ მალევიჩის ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ტილო, სახელწოდებით “სუპერთემატიკური კომპოზიცია” უცნობმა კოლექციონერმა 85 მილიონ 800 ათას დოლარად შეიძინა. ლოტი 70 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ნახატი მალევიჩმა 1916 წელს შექმნა.
წყარო: http://www.artnews.com/

 

კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე პირველად ჟიურის წევრებს შორის ერთ-ერთი ქართველი იქნება

Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ისტორიაში პირველია, ვინც ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრებს შეაფასებს ქვეკატეგორიაში – Brand Experience & Activation, რაც ბრენდებსა და აუდიტორიას შორის კავშირების დამყარებას გულისხმობს. იდეისა და სტრატეგიის გარდა, ყურადღება ექცევა აღსრულების ხარისხსა და კონკრეტულ კომერციულ შედეგებს. გიორგი კანის ჟიურიში ორიგინალური ფორმით წარსდგება და ვარდისფერ ჩოხას ჩაიცვამს.
წყარო: https://www.marketer.ge/

 

31 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მსოფლიო ბესტსელერის სერია “გიკი გოგოს” ავტორი, ჰოლი სმეილი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა  


პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ჰოლი სმეილი ბრიტანელი მწერალია. მისი სამაგისტრო ნაშრომი შექსპირის კვლევას უკავშირდება. 2013 წელს მისი პირველი წიგნი “გიკი გოგო” გამოქვეყნდა, რომელიც მალევე დიდი ბრიტანეთის გაყიდვების სათავეში მოექცა, შემდეგ კი მსოფლიო ბესტსელერი გახდა. დღეს უკვე “გიკი გოგოს” სერიის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ავტორს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელია. “გიკი გოგოს” სერიამ თინეიჯერთა უზარმაზარი სიმპათია დაიმსახურა. მათივე მოთხოვნით ტრილოგიის ნაცვლად ავტორმა 6 წიგნი გამოსცა.


რეკომენდებული სტატიები
16 მაისი დილიდან 

16 მაისი დილიდან 

16 მაისი დილიდან 
სერიალ მისტერ რობოტის ვარსკვლავი რემი მალეკი ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” ფრედი მერკურის განასახიერებს
15 მაისი დილიდან

15 მაისი დილიდან

15 მაისი დილიდან
ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.