fbpx

2 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დაათვალიერეთ დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრადიციულად ქართველი დიზაინერის კოლექცია წელსაც განსხვავებულია. გვასალიას მაისურები ქართული სიტყვებით, ლგბტ თემის მხარდამჭერი ელემენტებითა და სხვა დეტალებით გამოირჩევა. 

წყარო: https://www.vogue.com/

წაიკითხეთ უფრო ვრცლად AT_ სტატიაში:

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

 

 

ნახეთ პირველი ოფიციალური კადრები ჯულია რობერტსის პირველი სერიალიდან

Homecoming – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ თრილერს ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელზე მუშაობაც Amazon-მა უკვე დაიწყო. Homecoming-ის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან, თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ. ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ზედამხედველობას უწევს.

წყარო: https://variety.com/2018

 

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება

Little Women – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელშიც მთავარ როლებს Lady Bird-ის ვარსკვლავების, ტიმოთი შალამესა და სირშა რონანის გარდა, ლეგენდარული მერილ სტრიპი და ემა სტოუნი შეასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მერი ლუის ალკოტის რომანს ეფუძნება და მას კინოსტუდიები Sony და Columbia გადაიღებენ. წიგნის ისტორია ოთხი დისა და მათი დედის გარშემო ვითარდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

Sony-ისა და DC-ის გადაწყვეტილებით სულ მალე კინოსამყაროს ახალი სუპერგმირი შეემატება

კომიქს Faith-ის მიხედვით გადაღებული ფილმი იქნება პირველი, რომელშიც ჭარბწონიანი სუპერგმირი გამოჩნდება. კომიქსი გიკი გოგოს შესახებ გვიყვება, რომელიც ტელეკინეზის უნარით არის დაჯილდოებული და გარდა ამისა, შეუძლია სხვისი აზრების კითხვაც.

წყარო: https://deadline.com/

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ნატალი პორტმანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს V for Vendetta-ს გაგრძელებაში

Natalie Portman, Hugo Weaving, V for Vendetta,

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ალან მურის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია სწორედ ის პროექტი იყო, რომელშიც სიამოვნებით ითამაშა და ასევე მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ მის გაგრძელებას გადაიღებენ, პროექტის მეორე ნაწილშიც ითამაშოს.

წყარო: http://www.digitalspy.com/

 

სიმფსონების შემქმნელი მეთ გრეინინგი ნეტფლიქსისთვის ახალ ანიმაციურ კომედიას იღებს

ახალი მულტსერიალი ლოთ პრინცესაზე, მის მეგობარ ელფსა და დემონ ლუსიზე იქნება. სერიალ “განჯადოებაში” მაყურებლები დრიმლენდის შუასაუკუნოვან სამეფოში მოხვდებიან, სადაც ახალგაზრდა, ლოთი პრინცესა ბინის, მისი მეგზური ელფის და მისივე პირადი დემონის — ლუცის თავგადასავლებს ნახავენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჯონ გუდმანი და დენი მაკბრაიდი HBO-ს კომედიურ საპილოტე სერიალში, “The Righteous Gemstones-ში” ითამაშებენ

John Goodman Danny McBride

სერიალი ცნობილი ევანგელისტი ოჯახის შესახებ იქნება. მსახიობები მამა-შვილის როლებს მოირგებენ. იდეა თავად მაკბრაიდს ეკუთვნის, რომელიც ასევე რეჟისორი და პროდიუსერი იქნება.

წყარო: https://www.thewrap.com/

 

ინდიანა ჯონსის ახალი ნაწილის გამოსვლის თარიღი შეიცვალა

indiana-jones-5-slice

სტივენ სპილბერგის მომდევნო ფილმი ინდინა ჯონსის მეხუთე ფილმი უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტში გარკვეული ცვლილებებია. სცენარისტი ჯონათან კასდანი დევიდ კოეპით ჩანაცვლდა, ამან კი გადაღების ვადები შეცვალა. გადაღებები 2019 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ცვლილებების გამო შესაძლოა რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც კი  გადაიწიოს.

წყარო: http://collider.com/indiana-jones-5-delayed/#images


რეკომენდებული სტატიები
დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ქართველის ,დემნა გვასალიას Vetements-ის მორიგი ჩვენება, თუ პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი?! ვეტმო აქვეყნებს app-ს, რომელიც მსოფლიოს საქართველოს უახლეს ისტორიას აცნობს.
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.