fbpx

„მილ-ფოი“ – საკონდიტროში ახალი სიყვარული გელით


გააზიარე სტატია


მახსოვს, ზაფხული იყო.  ჩემი ერთ-ერთი პირველი ზაფხული პარიზში. ჯერ კიდევ არ გამსვლოდა   ამ ქალაქისადმი ვნება, არც გამივლის ალბათ არასოდეს. გიჟივით დავხეტიალებდი ქუჩებში. ხშირად უმიზნოდ, სილამაზით გაბრუებული.

თითქოს მისხლიტავდა თეთრი ქვის კედლები და პინკ-პონკის ბურთივით ვხტოდი ქუჩიდან ქუჩაზე. ერთ-ერთი ასეთი ნახტომი პირდაპირ ცნობილი საკონდიტროს  ვიტრინასთან დასრულდა. ოჰ, ეს ვიტრინები. ყველაზე ტკბილი, ბავშვური ოცნებებით სავსე აკვარიუმები.

ჰოდა, მაშინ დაინახე პირველად: კრემის კოხტა ბურთულებს ფენოვანი ცომის სამი ფენა ეჭირა. ზედა ფენაზე შაქრის კრისტალები ბრწყინავდა ბრილიანტებივით. ეს არ იყო ნამცხვარი, ეს იყო არქიტექტურა. შედევრი, ნამცხვრებს შორის აკროპოლისი.

 

 

ცოტა ხანში უკვე თეთრსუფრაგადაფარებულ კოხტა მაგიდასთან ვიჯექი და ახალი, ამაღელვებელი შეხვედრის წინ ნერწყვს ვყლაპავდი. (დიახ, მსუნაგი ვარ, თანაც გამოუსწორებელი. თუ ვინმემ ეს აქამდე ვერ შენიშნა.)

ჩემს ახალ სიყვარულს „მილ ფოი“ ერქვა. ათასფურცელა- თავისუფალ თარგმანში. უნაზესი ფენოვანი ცომი პირში დნებოდა ღრუბელივით კრემთან ერთად და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, საიდანღაც მოულოდნელად აღმოცენებული  მსხლის უნაზესი სრიალა ნაჭრები გემოს ფეიერვერკად ფეთქდებოდა პირში.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი საყვარელი „ნაპოლეონი“ და „მილ ფოი“ უახლოესი ნათესავები არიან. არავინ იცის რამდენად იყო ერთი მეორეს ინსპირაცია, მაგრამ ცხადია, რომ მათი გზები გაიყო და ახლა ორივე წარმატებით მოღვაწეობს საკონდიტრო სფეროში.

„მილ ფოის“ შექმნა მე-17 საუკუნის ცნობილი კულინარის, ფრანსუა პიერ დე ლა ვარენის სახელს  უკავშირდება. მოგვიანებით რეცეპტი დახვეწა და გააუმჯობესა მარი ანტუან კერემემ, რომელიც შარლ მორის დე ტალეირან-პერიგოს მზარეული გახლდათ. მოკლედ, მილ ფოის არისტოკრატიულ წარმოშობაში ეჭვი არავის ეპარება.

მე-19  საუკუნეში „მილ ფოიმ“ მყარად მოიკიდა ფეხი ღუ დე ბაკზე მდებარე ცნობილ საკონდიტროში და მას შემდეგ ფრანგული ნაციონალური სიამაყის საგანია.

„ათასფურცელა“ სინამდვილეში 729 ფურცლისგან შედგება. სწორედ ამდენი ფენაა სწორად მოზადებულ მილ ფოის ცომში.

მას შემდეგ, რაც ერთ მზიან დღეს  729 ფურცელს დავემონე, ამ საკონდიტრო დახვეწილობასთან შეხვედრისას სულ ის პარიზის შუადღე მახსენდება. „მილ ფოი“აღარ არის მხოლოდ გემრიელი ნამცხვარი, ის ჩემ ტკბილ, უტკბეს მოგონებად იქცა.

 

 

საბედნიეროდ, „არტიზანში” „მილ ფოისაც“ და ნაპოლეონსაც სწორედ ისე აცხობენ, როგორც საჭიროა. “არტიზანის” „მილ ფოის“ 729-ვე  ფენა დითირამბებს უმღერის ფრანგულ საკონდიტრო ხელოვნებას.

ამიტომ,  როცა მინდა  უტკბესი მოგონებები გავაღვიძო და პარიზის ზაფხულში დავბრუნდე, შემიძლია აქვე, თბილისში მოვკალათდე, კაფე „არტიზანის“ ლურჯ სავარძელში.  

სიხარულის 729 ფენა იმედს არ გამიცრუებს.


რეკომენდებული სტატიები
სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში
თითქმის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეთ, გემრიელი საჭმელი გელოდებათ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებულ ადგილებს, სადაც ინტერიერი, ადგილმდებარეობა და კერძები სრულ ჰარმონიაშია
BUT FIRST COFFEE

BUT FIRST COFFEE

BUT FIRST COFFEE
კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღებას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის 11%მდე აწევა. ყავის ამ და სხვა მნიშვნელოვან თვისებებზე და ასევე იმ ადგილებზე თბილისში, სადაც შეძლებთ გემრიელი ყავა მიირთვათ
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.