განახლებული ლაინაფი და დღიური ბილეთები Echowaves-ზე, ანაკლიაში
Echowaves ფესტივალი განახლებულ ლაინაფს და ყოველდღიურ განრიგს აქვეყნებს. მსურველებს უკვე დღიური ბილეთების შეძენაც შეუძლიათ, რომელიც ამ ეტაპზე 60 ლარი ღირს. 4 -დღიანი მულტიპასი კი ჯერჯერობით ისევ 150 ლარია.
ფესტივალი ანაკლიაში წელს პირველად ჩატარდება. 23-დან 26 აგვისტომდე ანაკლიის სანაპიროზე ჟანრობრივად განსხვავებული 5 სცენაზე (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage) 150-ზე მეტი არტისტი წარდგება. Echowaves სერბული EXIT ფესტივალის მხარდაჭერით იმართება, რომელიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელი გახდა.
დღეების მიხედვით შემსრულებლების განრიგი ასე გადანაწილდა:
23 აგვისტოს, პირველი დღის ჰედლაინერები The Originator: Juan Atkins & Dzijan Emin& Alter Rrchestra, Henrik Schwarz და Foals [DJ SET] იქნებიან
24 აგვისტოს Tricky-ის ლაივის მოსმენას შეძლებთ, მოგვიანებით კი Ben Clock და Marcel Dettmann B2B სეტს საქართველოში პირველად დაუკრავენ.
25 აგვისტოს მსმენელის წინაშე Solomun, DJ Tennis და Ancient Methods წარდგებიან.
26 აგვისტოს, ფესტივალის ბოლო დღეს მთავარი მოვლენა Die Antwoord-ის კონცერტი იქნება. მანამდე კი მსმენელს პოპულარული ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუოს, Kayakata-ს მოსმენის საშუალება ექნება. ამავე დღეს EYE Stage-ზე დაუკრავს ასევე გერმანული პროექტი – Kollektiv Turmstrasse.
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი