fbpx

განახლებული ლაინაფი და დღიური ბილეთები Echowaves-ზე, ანაკლიაში


გააზიარე სტატია


Echowaves ფესტივალი განახლებულ ლაინაფს და ყოველდღიურ განრიგს აქვეყნებს. მსურველებს უკვე დღიური ბილეთების შეძენაც შეუძლიათ, რომელიც ამ ეტაპზე 60 ლარი ღირს. 4 -დღიანი მულტიპასი კი ჯერჯერობით ისევ 150 ლარია.

ფესტივალი ანაკლიაში წელს პირველად ჩატარდება.  23-დან 26 აგვისტომდე ანაკლიის სანაპიროზე  ჟანრობრივად განსხვავებული 5 სცენაზე (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage) 150-ზე მეტი არტისტი წარდგება. Echowaves სერბული  EXIT ფესტივალის მხარდაჭერით იმართება, რომელიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელი გახდა.

დღეების მიხედვით შემსრულებლების განრიგი ასე გადანაწილდა:

23 აგვისტოს, პირველი დღის ჰედლაინერები The Originator: Juan Atkins & Dzijan Emin& Alter Rrchestra, Henrik  Schwarz და  Foals [DJ SET] იქნებიან

24 აგვისტოს Tricky-ის ლაივის მოსმენას შეძლებთ, მოგვიანებით კი Ben Clock და Marcel Dettmann B2B სეტს საქართველოში პირველად დაუკრავენ.

25 აგვისტოს მსმენელის წინაშე Solomun, DJ Tennis და Ancient Methods წარდგებიან.

26 აგვისტოს, ფესტივალის ბოლო დღეს მთავარი მოვლენა Die Antwoord-ის კონცერტი იქნება. მანამდე კი მსმენელს პოპულარული ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ  დუოს, Kayakata-ს მოსმენის საშუალება ექნება. ამავე დღეს EYE Stage-ზე დაუკრავს ასევე გერმანული პროექტი – Kollektiv Turmstrasse.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA - F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky
“ეს ტომი სულ აქ იდგა, სანამ სამყაროები შეიქმნებოდა იქამდე.  ეს ტომი უფრო ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩნდება სამყაროში - ხან ყვავილებად ამოდის, ხან მომავლის ბრუკლინში დევნილი რობოტების გეტოში ცეკვავს, ხან ხილიანზე ჩაის სვამს კორპუსების თავზე.” - ტომი, რომლის შესახებაც ზურა საუბრობს, მისივე ახსნით DNA APP Store-დან იღებს სათავეს. მთელი ტომის კოდებიც იქ ინახება.
ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერები
Play Video

ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერები

ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერები
მარინეტი, რუსოლო, კეიჯი, შტოკჰაუზენი და სხვები - მათ შეძლეს არა მარტო ახალი ჟღერადობების შექმნა და აქტუალიზება, არამედ დიდი როლი შეასრულეს იმ ტექნოლოგიური ერის განვითარებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით
ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება

ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება

ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება
მუსიკისა და ხელოვნების ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფორუმს 8 აგვისტოს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kendrick Lamar გახსნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.