fbpx

ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება


გააზიარე სტატია

სიგეტის ფესტივალი (Sziget Festival) მუსიკისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორუმია ევროპაში, რომელიც ყოველ ზაფხულს, 1993 წლიდან, ბუდაპეშტში იმართება.

ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზატორები მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ და თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრს მოიცავენ – დაწყებული მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან, ელექტრონული მუსიკის ჩათვლით.

 

სხვადასხვა დროს ფესტივალზე ისეთ ცნობილ ჯგუფებსა და არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან, მაგალითად: იგი პოპი, დევიდ ბოუვი, პეტი სმითი, ლუ რიდი, ნიკ ქეივი, პრინსი, The Prodigy, Foo Fighters, Faith No More, Rammstein, Oasis, Muse, The Cure. Radiohead, Nine Inch Nails, Placebo და მრავალი სხვა.

რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, რომელიც 8-15 აგვისტოს გაიმართება, პროგრამა ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვანი და მოცულობითია. კვირეულს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კენდრიკ ლამარი გახსნის. რეპერი პირველად მონაწილეობს უნგრულ „სიგეტზე“. ასევე საინტერესო და სიმბოლურია ისიც, რომ ლამარი პირველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია, რომელსაც ალბომისათვის „Damn“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ლიტერატურული და პუბლიცისტური პრემია „პულიცერი“ გადაეცა. პრემია კი სწორედ მისი დამფუძნებლის, უნგრული წარმოშობის ამერიკელი გამომცემლის – ჯოზეფ პულიცერის სახელს ატარებს.

8-15 აგვისტოს ჩათვლით მსმენელის წინაშე წარსდგებიან: შვედი მომღერალი Lykke Li, Gorillaz, Cigarettes After Sex, Lana Del Rey, Parov Stelar, Liam Gallagher, Arctic Monkeys, Gogol Bordello. Bonobo და მრავალი სხვა. (მონაწილეების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ პლატფორმაზე)

„სიგეტის“ ფესტივალი არ წარმოადგენს მხოლოდ მუსიკალურ ფორუმს. მთელი კვირის განმავლობაში, ბუდაპეშტის სტუმრები სხვადასხვა კულტურულ წარმოდგენებს და პერფომანსებს დაესწრებიან. მაგალითად, ნიუ-იორკის ბარიშნიკოვის ხელოვნების ცენტრის კურსდამთავრებულის, ისრაელელი ქორეოგრაფის, როი ასაფის თანამედროვე საბალეტო დასის წარმოდგენებს.

ასევე საინტერესოა პორტუგალიური სტუდია Ocubo-ს აუდიო-ვიზუალური პროექტი, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივ თუ არქიტექტურულ ობიექტებზე სამგანზომილებიანი გამოსახულებების პროეცირებას ახდენს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

„სიგეტის“ ფესტივალი სტუმრებს კინოჩვენებებს, სპორტულ შეჯიბრებს, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, საცირკო და თეატრალურ წარმოდგენებს, საბავშვო  და თემატურ საგანმანათლებლო პროგრამებსაც სთავაზობს. (ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ფესტივალის ოფიციალურ პლატფორმაზე).


რეკომენდებული სტატიები
KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA - F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky
“ეს ტომი სულ აქ იდგა, სანამ სამყაროები შეიქმნებოდა იქამდე.  ეს ტომი უფრო ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩნდება სამყაროში - ხან ყვავილებად ამოდის, ხან მომავლის ბრუკლინში დევნილი რობოტების გეტოში ცეკვავს, ხან ხილიანზე ჩაის სვამს კორპუსების თავზე.” - ტომი, რომლის შესახებაც ზურა საუბრობს, მისივე ახსნით DNA APP Store-დან იღებს სათავეს. მთელი ტომის კოდებიც იქ ინახება.
SOU Festival თარიღებს აანონსებს

SOU Festival თარიღებს აანონსებს

SOU Festival თარიღებს აანონსებს
არსებობის მესამე წელს SOU თბილისის საზღვრებს გასცდება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.