fbpx

ომის sms-ები


გააზიარე სტატია

 

“ომის ესემესები” შეიკრიბა 2008 წლის ომის დასრულებიდან ორიოდე კვირაში და გამოიცა ჟურნალ „ანაბეჭდის” სპეციალურ გამოშვებაში – “ომის ანაბეჭდი”.

რამდენიმე ათეული ესემესით მკითხველის თვალწინ იშლება ომის სურათი, როგორსაც მას ხედავდნენ საქართველოში მყოფი ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად ჩაკეტილები აღმოჩნდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, სანამ შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა. 

პროექტი „ომის ესემესები“ გვაკითხებს ნამდვილ ესემესებს, რომლებიც დაიგზავნა 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოში და საზღვარგარეთ, ომის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტამდე. პირველი ესემესი ამ კრებულში 7 აგვისტოთი თარიღდება.

რამდენიმე თვის წინ გამომცემლობა Global Darkness Publishing-მა დაბეჭდა „ომის ესემესების“ გრაფიკულად გაფორმებული ქართულ-ინგლისური გამოცემა, რომლის ციფრული ვერსიაც შეგიძლიათ უფასოდ წაიკითხოთ ჟურნალ „ავტოპილოტის“ ვებ-გვერდზე.

 


რეკომენდებული სტატიები
sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებმაც ომის დროს მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.