fbpx

9 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება

კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა 1 სექტემბერს გამოცხადება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია. კინოფესტივალის გაიხსნება 16 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია” (რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის – ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1576

 

ოსკარს ახალი კატეგორია დაემატა

Image result for Academy adds 'popular film' category to Oscars

ამერიკის კინოაკადემიამ ცოტა ხნის წინ  გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 2019 წლიდან ოსკარს ახალი კატეგორია – წლის ყველაზე პოპულარული ფილმი ემატება. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ოსკარის დაჯილდოებას შეეხო, ეს მისი ხანგრძლივობაა და ის სამ საათამდე შემცირდა. აკადემიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაყურებლისთვის ასე უფრო კომფორტული იქნება ცერემონიის ყურება. დრო კი იმის ხარჯზე შემცირდება,  რომ რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებულს ჯილდოს რეკლამების მიმდინარეობისას გადასცემენ. 

წყარო: https://edition.cnn.com/

The Happy Prince – ასე ჰქვია ფილმს, რომლის რეჟისორიც, სცენარის ავტორიცა და მთავარი როლის შემსრულებელიც “ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის” ვარსკვლავი რუპერტ ევერეტია

ევერეტი ფილმში ოსკარ უაილდის როლს ასრულებს. კინოსურათში ასევე ვიხილავთ კოლინ ფერტსა და ემილი უოტსონს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ მარგო რობის პირველი ფოტო ტარანტინოს ფილმიდან, სადაც ის შერონ ტეიტის როლში გვევლინება

First look. #OnceUponATimeInHollywood @onceinhollywood

A post shared by @ margotrobbie on

 

წყარო: https://www.instagram.com/

 

მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, სულ მალე რეჟისორ ლორენა სკაფარიას ფილმში, The Hustlers at Scores მთავარ როლს მოირგებს

ფილმის სიუჟეტი ჟურნალისტ ჯესიკა პრესლერის სტატიას ეფუძნება, რომელიც New York Magazine-ში გამოქვეყნდა და მოგვითხრობს სტრიპტიზ კლუბში დაგეგმილი მაქინაციების შესახებ, რომელსაც უოლ სთრითის კლიენტების ფინანსები შეეწირა.

წყარო: http://www.vulture.com

 

ნახეთ American Horror Story-ის მერვე სეზონის პირველი ტიზერი

It’s time. #AHSApocalypse #AHSFX

A post shared by American Horror Story (@ahsfx) on

სერიალი ეთერში 12 სექტემბერს დაბრუნდება და მასში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ჯესიკა ლენგს, ივან პეტერსს, კეტი ბეიტსისა და ემა რობერტს.

 

წყარო: https://www.instagram.com

 

HBO-მ სერიალ The Deuce-ის მეორე სეზონის ტრეილერი გაავრცელა. ახალი სეზონის პრემიერა 9 სექტემბერს შედგება

წყარო: https://www.youtube.com

 

მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი ნეტფლიქსისთვის ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას გადაიღებს

The streamer recently acquired the filmmaker's feature directorial debut 'Mowgli' from Warner Bros.

სერკისსა და ნეტფლიქსს შორის ეს შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც არხმა რეჟისორის მიერ გადაღებული “მაუგლის” დისტრიბუციის უფლება შეიძინა. “ცხოველების ფერმა” ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია ტოტალიტარულ რეჟიმზე.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

გალ გადოტი ახალ მინისერიალში ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავის, ჰედი ლამარის როლს მოირგებს

ჰედი ლამარი ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობი და MGM-ის ოქროს ხანის პერიოდის ერთ-ერთი დიდებული ვარსკვლავი  ასევე გამომგონებელიც იყო. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, რაც კომპიუტერამდელი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უკაბელო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის საწყისია. დიდწილად სწორედ ლამარის დამსახურებაა Wi-fi-ს საშუალებით ახლა ამ ინფორმაციას  რომ კითხულობთ.

წყარო: https://variety.com/

 

Homeland მერვე სეზონით დასრულდება

Homeland Season 7 Episode 11 Claire Danes

Showtime-ის დრამის შემდეგი სეზონი, როგორც ჩანს, ბოლო იქნება. ჰოუმლენდი მერვე სეზონით დასრულდება. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა არხის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა დევიდ ნევინსმა.

წყარო: https://www.indiewire.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.