fbpx

8 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რიცხვი 2 232-ს  შეადგენს. მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო მცოცავ ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.

დღეის მდგომარეობით შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

ამის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.

 

23 წლის გრაფიკოსი ნიკა ჩალახშაშვილი აგვისტოს ომის 10 წლისთავს ორიგინალური ილუსტრაციებით ეხმაურება.

წყარო: https://www.behance.net/

 

აშშ-ის საელჩო რუსეთ-საქართველოს ომს ეხმიანება

Image may contain: 1 person, standing

“ოკუპაცია ათი წელია გრძელდება – ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

წყარო: https://www.facebook.com

 

#არაოკუპაციას – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ოკუპაციის გასაპროტესტებელი გამოსახულება გამოჩნდა.

Image may contain: night, sky, tree and outdoor

წყარო: https://www.facebook.com/

 

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ფოთში აქცია –  “გვახსოვდეს 8 აგვისტო” გაიმართა.

წყარო: https://cdn.1tv.ge/

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ

Image may contain: 1 person

2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ: სტან სტორიმანსი – ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი, გიგა ჩიხლაძე – ტელეკომპანია „ალანიას” ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI-თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი: “იტარ-ტასის” ფოტორეპორტიორი.

წყარო: https://www.facebook.com

 

ჩაები ომის ამბების ცოცხალ ჯაჭვში შენი ისტორიით, გამოიყენე ჰეშთეგი #როცაომიდაიწყო

ჩაები ომის ამბების ცოცხალ ჯაჭვში

ჩაები ომის ამბების ცოცხალ ჯაჭვში შენი ისტორიით, გამოიყენე ჰეშთეგი #როცაომიდაიწყო#როცაომიდაიწყო ჯერ კიდევ აგვისტოს ტემპერატურით ვხურდით, მაგრამ ახალი ამბების გაგებისთანავე კანკალის სიჩქარე იზრდებოდა. აქამდე თუ მთელ ქვეყანას, საქართველოდ წოდებულს, სიცხე გვაერთიანებდა, 2008-ში ტკივილმა და შიშმა გაგვაერთიანა, განუწყვეტელ ჯაჭვად გვაქცია და გაგვაძლიერა. 10 წელი გავიდა ომიდან, მაგრამ მოსაყოლი ამბები ჯერაც არ გველევა. გვახსოვს, ვტირით, ვიცინით, 69 700 კმ2-ზე გადაჭიმული თითოეული წერტილიდან, მათ შორის დღემდე ოკუპირებული 20%-იდან. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წრეში მოხვედრილებს, აგვისტოს ომის გახსენებაზე დაუსრულებლად შეგვიძლია განვაგრძოთ #როცაომიდაიწყო ამბის თხრობა, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ 10 წლის შემდეგ და ერთხმად გამოვაცხადოთ #რუსეთიოკუპანტია#Russiaisanoccupant #stoprussia

Gepostet von ამბების ცოცხალი ჯაჭვი • Living Chain Of Stories am Dienstag, 7. August 2018

 

2008-ში ტკივილმა და შიშმა გაგვაერთიანა, განუწყვეტელ ჯაჭვად გვაქცია და გაგვაძლიერა. 10 წელი გავიდა ომიდან, მაგრამ მოსაყოლი ამბები ჯერაც არ გველევა. გვახსოვს, ვტირით, ვიცინით, 69 700 კვ. კმ-ზე გადაჭიმული თითოეული წერტილიდან, მათ შორის – დღემდე ოკუპირებული 20%-იდან.  ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წრეში მოხვედრილებს, აგვისტოს ომის გახსენებაზე დაუსრულებლად შეგვიძლია განვაგრძოთ #როცაომიდაიწყო ამბის თხრობა, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ 10 წლის შემდეგ და ერთხმად გამოვაცხადოთ – #რუსეთიოკუპანტია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

8 აგვისტოს სოფელ ერგნეთში, გამყოფი ხაზიდან ასიოდე მეტრში, 10 წლის წინანდელ ომს გაიხსენებენ

Image may contain: text

ერგნეთში ჩასულ სტუმრებს  ორი დამოუკიდებელი პროექტის,  “მცოცავი საზღვრების” და 080808-ის  პრეზენტაციაზე გვეპატიჟებიან.. გამომცემლობა ინდიგო და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT სტუმრებს მეხსიერების პორტალს წარუდგენენ, რომელიც 2008 წელს ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს ინახავს. www.08.08.08.ge ბოლო ომის განსხვავებულად,  ადამიანის ბიოგრაფიიდან დანახვას ცდილობს. აგვისტოს ომი საინფორმაციო ველიდან სწრაფად გაქრა. მეხსიერებამ ვერ შემოინახა ისტორიები და მხოლოდ ფრაგმენტებად დარჩა მშრალი ქრონიკა, ფაქტები და სტატისტიკა. პროექტი 08.08.08 2008 წლის ომის მეხსიერების გამოხმობას და ამ გამოცდილებაზე რეფლექსიის დაწყებას ცდილობს. 8 აგვისტოს, 6 საათზე, ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლში, სადაც მისი ინიციატივით აგვისტოს ომის მუზეუმი დაფუძნდა, მემორიალური აქცია გაიმართება და მონაწილეები  მეხსიერების პორტალიდან ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს წაიკითხავენ. ამ დღეს პირველად ნახავენ სტუმრები მულტიმედია პროექტს “მცოცავი საზღვრები”, რომელზეც ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მასში ასახულია მოქმედი ოკუპაციის გავლენა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე. პროექტი განხორციელდა მაგნუმის ფონდის პროგრამის, ფოტოგრაფია და სოციალური სამართლიანობის ფარგლებში. “მცოცავი საზღვრების” ფარგლებში გადაღებული ფოტოებით შექმნილი ინსტალაცია ოკუპაციის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციად დარჩება.

წყარო: https://www.facebook.com

 

დაჩექინდი სამაჩაბლოში

Image may contain: outdoor and text

ვინაიდან ფიზიკურად ვერ ჩავდივართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, წარმოგიდგენთ პროტესტის ფორმას, რომლის მთავარი მიზანიც ამ სოფლებში  დისტანციურად დაჩექინებაა. 10 ოკუპირებული სოფლის გვერდის სახელებია: კეხვი • Kekhvi, ბერულა • Berula, საცხენეთი • Satskheneti, ერედვი • Eredvi, აჩაბეთი • Achabeti, ვანათი • Vanati, აწრისხევი • Atsriskhevi, ავნევი • Avnevi, ქსუისი • Ksuisi და ბელოთი • Beloti. სიმბოლურად შექმნილ  ოკუპირებული სოფლების გვერდებზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ამ სოფლებისა და მათი მცხოვრებლების შესახებ. გარდა ამისა, ისინი მონიშნულია რუკაზე და თქვენი აქტიურობითა და დაჩექინებით ნებისმიერი მათგანი გამოჩნდება ქართული დასახელებით. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა სოფლების დამატებაც.

წყარო: https://www.facebook.com

 


რეკომენდებული სტატიები
sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებმაც ომის დროს მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.