fbpx

10 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სერიალ 13 Reasons Why-ის ახალ სეზონზე მუშაობა ხვალ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსახიობების პროტესტის გამო პროცესი შეჩერებულია როგორც ამბობენ, მსახიობები ჰონორარის ზრდას ითხოვენ და წინააღმდეგი არიან გადასაღებ მოედანზე მივიდნენ

Katherine Langford as Hannah Baker in 13 Reasons Why

მაგალითისთვის, დილან მინეტს სურს, რომ სერიალის თითოეულ ეპიზოდში $200 ათასი გადაუხადონ, სხვა მსახიობები კი – ბრენდონ ფლინი, ალიშა ბო, ჯასტინ პრენტისი, კრისტიან ნავარო, მაილს ჰეიზერი, დევიდ დრუიდი და როს ბატლრიჩი – ჰონორარის გაზრდას $150 ათასამდე ითხოვენ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/

 

ანჯელინა ჯოლი ამბობს, რომ ბრედ პიტი ბავშვებს ალიმენტს არ უხდის ანჯელინა ჯოლიმ ის თანხა დაასახელა, რომელიც მას ბრედ პიტისგან ალიმენტის სახით სურს რომ მიიღოს.

Brad Pitt and Angelina Jolie

ჯოლის ადვოკატების თქმით, მსახიობმა  ის თანხაც დაასახელა, რომელიც საკმარისი იქნება ბავშვების უზრუნველსაყოფად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრედ პიტი ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად ანჯელინა ჯოლის ასახელებს. “პიტს არ სურს, რომ მისი შვილების ფული ჯოლიმ განკარგოს, ამასთან, სანამ დაზუსტებით არ გადაწყდება ბავშვებზე მეურვეობის საკითხი, ალიმენტებზე ლაპარაკიც ზედმეტია”, – ამბობენ პიტის ადვოკატები.  ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ერთმანეთს ორი წლის წინ დაშორდა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინასა და ისრაელში ქართულ ფილმებს უჩვენებენ

 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მთელი კვირის განმავლობაში ისრაელის ტელევიზია GTV შემდეგ ქართულ ფილმებს აჩვენებს:

  • გაღმა ნაპირი – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • სხვისი სახლი – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
  • მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი
  • მე გადავცურე ენგური – რეჟისორი ანუნა ბუკია

აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკრაინაც ეხმაურება. თომა ჩაგელიშვილის ფილმის, “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” ჩვენება უკრაინაში, საქართველოს საელჩოში შედგება. 

წყარო: http://www.gnfc.ge/

 

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი 20th Century Fox-ის ახალ პროექტში ერთად ითამაშებენ

Matt Damon and Ben Affleck Team for First Movie Together in Over a Decade

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და ის ეფუძნება  The Daily Beast-ში გამოქვეყნებულ სტატიას, “როგორ გააყალბა ყოფილმა პოლიციელმა McDonald’s-ის თამაში მონოპოლია და მოიპარა მილიონი”. სიუჟეტი ყოფილი პოლიციელის, ჯერომ ჯეკობსონის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 2001 წელს McDonald’s-ის ქსელის გათამაშებაში მსხვილ ფულად პრიზებს თანამზრახველებთან ერთად  აყალბებდა.

წყარო: https://www.wmagazine.com/

 

ბეტვუმენის შესახებ სერიალის გადაღება უკვე დაგეგმილია

წინასწარი ინფორმაციით, შოუ CW-ზე გავა და ის DC-ის კომიქსების მიხედვით შეიქმნება. ამ როლზე უკვე დამტკიცებულია მსახიობი  რუბი როუზი. ბეტვუმენი, იგივე ქეით რებეკა კეინი, ისევე როგორც ბეტმენი, დაიბადა და გაიზარდა გოთემში. ბეტმენის (ბრიუს უეინის) სიკვდილის შემდეგ, გოთემს ახალი სუპერგმირი სჭირდებოდა, ეს მისია კი საკუთარ თავზე ქეითმა აიღო. აღსანიშნავია ის, რომ სერიალის გამოსვლის შემთხვევაში,  პირველად შოუში, წამყვანი სუპერგმირი ლესბოსელი იქნება.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ჯესიკა ჩესტეინი და ედი რედმეინი სერიულ მკვლელზე გადაღებულ ფილმში, The Good Nurse მთავარ როლებს შეასრულებენ

Jessica Chastain, Eddie Redmayne

ფილმის რეჟისორი დანიელი  ტობიას ლინდჰოლმია. სიუჟეტი ჩარლზ გრაბერის წიგნს ეფუძნება და ის რეალური სერიული მკვლელის, ჩარლი კულენის შესახებ მოგვითხრობს. კულენი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მკვლელად ითვლება. ის  საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა და 16 წლის განმავლობაში ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიაში 300-ზე მეტი პაციენტი გამოსალმა სიცოცხლეს.

წყარო: https://variety.com/

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის მფლობელი  ჯულიანა მური პოლ უეიტსის ახალ ფილმში, Bel Canto მთავარ როლს ასრულებს

ფილმის სიუჟეტი 2001 წელს გამოსულ რომანს ეფუძნება, რომელიც 1996-1997 წლის ლიმას კრიზისად წოდებულ ამბებს ეხება. 1996 წლის 17 დეკემბერს ტერორისტებმა ლიმაში,  იაპონიის საელჩოში წვეულებაზე შეკრებილი ასობით ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ტყვეობა 126 დღე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კი ტერორისტებსა და მძევლებს შორის მეგობრული, ხშირ შემთხვევაში რომანტიკული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ნახეთ ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი:

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნეტფლიქსის სერიალი “ბანქოს სახლი” ფინალური სეზონისთვის ემზადება. შოუ ფრენკ ანდერვუდის გარეშე 2 ნოემბერს დაბრუნდება.

Image may contain: 1 person, text

წყარო: https://www.facebook.com/

 

Google-მა Android Pie გამოუშვა

Google fined $5B for antitrust breach in Europe

ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია გაუმჯობესებული ფუნქციებით გამოირჩევა. Android Pie-ში ნავიგაციის სისტემას სამის ნაცვლად ერთი ღილაკი აქვს. ის შუაშია განთავსებული და ეკრანის გასწვრივ გადაადგილდება. განახლებული ოპერაციული სისტემით შესაძლებელია აკუმულატორის კონტროლიც. ამაში მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება. მისი მეშვეობით გაჯეტის მფლობელი შეისწავლის, რომელ აპლიკაციას რა სიხშირით იყენებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს კონკრეტულად მას  რა ოდენობის ენერგია დაახარჯოს. სისტემას ავტომატურ რეჟიმში ეკრანის განათების კონტროლიც შეუძლია. ამით კი სმარტფონის აკუმულატორის 20%-მდე ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი.

წყარო: https://money.cnn.com/

 

11 აგვისტოს NASA ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელებას იწყებს

ავტომობილის ზომის თანამგზავრი მზის სისტემის ცენტრისკენ გაემგზავრება. თანამგზავრის საბოლოო დანიშნულებაა, რომ გავიდეს მზის გარე ატმოსფეროში ან მიუახლოვდეს მის გვირგვინს. NASA-ს დიდი ხნის წინ უნდოდა ამ მისიის განხორციელება, თუმცა ბოლო ათწლეულებამდე ეს შეუძლებელი იყო. მზის გვირგვინზე  ტემპერატურა 3 მილიონ ფარენჰეიტამდეა (1 666 649℃-მდე). ამასთან, გვირგვინი მზის ზედაპირზე 300-ჯერ უფრო ცხელია, თუმცა არავინ იცის რატომ.

NASA იმედოვნებს, რომ თანამგზავრი ჩვენი მთავარი ვარსკვლავის საიდუმლოების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას შეძლებს.

წყარო: https://www.theverge.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.