თუ გაინტერესებთ თანამედროვე ქალაქების დაპროექტებისა და ურბანისტიკის საკითხები, გამორჩეული და კრეატიული არქიტექტურის მქონე თანამედროვე შენობები, დიზაინი, ან უბრალოდ გსურთ, რომ ვირტუალურად იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო Instagram ანგარიშს.
ონლაინ ჟურნალია არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შესახებ. კომპანია 2006 წელს დაარსდა და პოპულარული მალევე გახდა. დღეს პლატფორმას თვეში საშუალოდ 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.
2012 წელს გამოცემა The Independent-მა მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურულ ონლაინ პლატფორმად დაასახელა, ხოლო ჟურნალმა Time-მა დიზაინის სფეროში 100 ყველაზე გავლენიან ბრენდს შორის მოიხსენია.
ჟურნალის Instagram გვერდზე თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფოტოები ქვეყნდება, რომელთაც შესაბამისი ინფორმაცია ახლავს.
ამერიკული ყოველთვიური ჟურნალია, რომელიც 1920 წლიდან გამოდის.ის მეტწილად ინტერიერის დიზაინზეა ორიენტირებული. ჟურნალს აშშ-ის გარდა, ჩინელი, ფრანგი, გერმანელი, ესპანელი, ლათინომერიკელი და იტალიელი მკითხველებისათვისაც გამოსცემენ.
ჟურნალის Instagram გვერდზე თავმოყრილია სხვადასხვა სტილისა და ეპოქის, ასევე თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ნიმუშები.
ერთგვარი ონლაინ ჰაბია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მომუშავე სტუდენტების ნამუშევრებს აერთიანებს. პლატფორმით ისეთი ინსტიტუციები სარგებლობენ, როგორებიც არიან ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმი (LACMA) და ჟურნალი Wallpaper Mag.
ონლაინ ჰაბის Instagram გვერდზე თავმოყრილია არქიტექტურის, დიზაინის კონცეპტუალური და სახვითი ხელოვნების ნიმუშების ფოტო და ვიდეო გამოსახულებები.
ყოველდღიური ონლაინ ჟურნალია, რომელიც 1999 წელს დაარსდა. მისი ინტერესების სფერო ინდუსტრიულ დიზაინს, არქიტექტურასა და ხელოვნებას მოიცავს. გამოცემა აქვეყნებს ნაკლებად ცნობილი და სახელოვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების ნამუშევრებს, ასევე ინტერვიუებს და რეცენზიებს.
ჟურნალის Instagram გვერდზე მომხმარებელი გაეცნობა თანამედროვე ხელოვნებისა და კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინფორმაციას თანამედროვე არქიტექტურისა და ავეჯის დიზაინის შესახებ.
წიგნების სერიაა, რომელიც 2007 წლიდან ქვეყნდება და წარმოადგენს აკადემიური ნაშრომების კრებულს მე-20 საუკუნის კულტურული და არქიტექტურული პროცესებისა თუ ტენდენციების შესახებ.
გამომცემლობის Instagram გვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაეცნოს ე.წ. ბრუტალისტური სტილისა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშებს.