fbpx

მგზავრობის მარშრუტები ფესტივალ Echowaves-ზე წამსვლელებისთვის


გააზიარე სტატია

ანაკლიის ფესტივალ Echowaves-ზე წასვლის მსურველებისთვის ორგანიზატორები მგზავრობის  მარშრუტებს აქვეყნებენ.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ საიდან და როგორ მოვხვდებით ანაკლიაში:

თბილისი – ანაკლია:

დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი. გასვლა „პირველი რესპუბლიკის მოედნიდან“ , ველოსიპედთან.

ერთი გზა: 30 ლარი

ორმხრივი  ბილეთი: 50 ლარი

ბათუმი – ანაკლია:

დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი.

გასვლა სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ერთი გზა: 25 ლარი

ორმხრივი ბილეთი: 40 ლარი

დამატებითი ტრანსპორტი მიმართულებით ზუგდიდი – ანაკლია:

„მარშრუტკა“ 24 საათის განმავლობაში.

23 აგვისტოს 12:00 საათიდან – 27 აგვისტომდე.

შეხვედრის ადგილი ზუგდიდში: სვანეთის გარაჟი

ჩასვლის ადგილი ანაკლიაში: სარეგისტრაციო პუნქტი

 

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება და ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.  პროექტი  პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია  Check in Georgia.  

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.