15 აგვისტო დილიდან
ჰოლივუდში პოპულარული ფილმის, “რა სურთ ქალებს” რიმეიქი გადაიღეს ფილმის ახალ ვერსიაში – “რა სურთ კაცებს” მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი ტარაჯი პი ჰენსონი ასრულებს
სიუჟეტის მიხედვით, ჰენსონის პერსონაჟს, რომელიც სარეკლამო ბიზნესშია, კაცების ფიქრები ესმის. კინოსურათი ეკრანზე 2019 წლის 11 იანვარს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com
“მხევლის წიგნის” ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი, ასევე მელისა მაკარტი და ტიფანი ჰედიში ახალ ფილმში – The Kitchen ითამაშებენ
The Kitchen-ის სიუჟეტი ირლანდიელი განგსტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დაიჭერენ და პატიმრობას მიუსჯიან, შესაბამისად საქმეებს მათი ცოლები გადაიბარებენ და 1970-იანი წლების ყველაზე გავლენიან მაფიოზებად იქცევიან.
ფოტო: https://www.imdb.com
დისნეის ახალ ფილმში – Jungle Cruise პირველად გეი მთავარი პერსონაჟი გამოჩნდება, რომლის როლსაც ჯეკ უაითჰალი ითამაშებს
მსახიობი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ფილმში პარტნიორობა გაუწიოს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ემილი ბლანტი და დუეინ ჯონსონი, თანაც ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟით, როგორსაც ის ითამაშებს.
წყარო: https://www.bbc.co.uk/
კერი ვაშინგტონი Hulu-ს ახალ დრამაში – Old City Blues მთავარ როლს შეასრულებს
სერიალის სიუჟეტი ჯიანის მილონოჯინის 2011 წელს გამოქვეყნებულ წიგნს ეფუძნება, რომელშიც მოქმედება 2048 წელს ვითარდება. ისტორიის ეპიცენტრში ახალ ათენში მცხოვრები ადამიანები არიან. ქალაქი, რომელიც ერთ დროს საბერძნეთის სიმბოლო იყო, ახლა კრიმინალების, ნარკობარონებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების ხელშია.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ბენისიო დელ ტორო ოლივერ სტოუნის ფილმში – White Lies მთავარ როლს შეასრულებს
სიუჟეტი სამი თაობის ურთიერთობებზეა. ბიჭი, რომლის მშობლებიც მის ადრეულ ასაკში განქორწინდნენ, უკვე მოზარდობაში თავად იმეორებს მშობლების შეცდომას. მას არშემდგარი ქორწინებიდან შვილი დარჩება და გრძნობს, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ ახალი გზის ძიებაში უფრო მეტად იხლართება, სანამ შემთხვევით არ გაიცნობს ქალს, რომლის ცხოვრებაც მისგან სრულიად განსხვავებულია.
წყარო: https://deadline.com/
ახალგაზრდა მხატვარ თედო რეხვიაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში (New York Art Academy) ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, მოხვდა განსაკუთრებით ნიჭიერთა საუკეთესო ათეულში, რის საფუძველზეც მიიღო გრანტი 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ეს არ არის საკმარისი აღნიშნულ აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად და მას სჭირდება ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეძლოს სწავლის საფასურის ძირითადი ნაწილის (23 936 დოლარი) დაფარვა. გთხოვთ, დავეხმაროთ ნიჭიერ მხატვარს მიზნის მიღწევაში
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE98TB4919645062100001
მიმღების სახელი: თედორე რეხვიაშვილი
წყარო: https://www.facebook.com
მსახიობი იზაბელ იუპერი Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში – The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს
მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.
წყარო: https://www.youtube.com
ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ მუსიკის ფესტივალზე ხის იატაკი ჩაინგრა, რის შედეგადაც 300 ადამიანი დაშავდა
წყარო: https://twitter.com/
კოსმეტიკის კომპანია L’Oreal ფეისბუქთან თანამშრობლობას იწყებს და მალე სოციალური ქსელის მომხმარებლები მაკიაჟის გაკეთებას ვირტუალურად შეძლებენ
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაემატება სიახლე ქსელს, თუმცა არ გაგიკვირდეთ, თუ Facebook ფოტოს გამოქვეყნებისას მის რედაქტირებასა და სახეზე მაკიაჟის გაკეთებას შემოგთავაზებთ.
წყარო: https://www.thestar.com.my