fbpx

15 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ჰოლივუდში პოპულარული ფილმის, “რა სურთ ქალებს” რიმეიქი გადაიღეს  ფილმის ახალ ვერსიაში – “რა სურთ კაცებს”  მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი ტარაჯი პი ჰენსონი ასრულებს

სიუჟეტის მიხედვით, ჰენსონის პერსონაჟს, რომელიც სარეკლამო ბიზნესშია, კაცების ფიქრები ესმის. კინოსურათი ეკრანზე 2019 წლის 11 იანვარს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

“მხევლის წიგნის” ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი,  ასევე მელისა მაკარტი და ტიფანი ჰედიში ახალ ფილმში – The Kitchen ითამაშებენ

Elisabeth Moss, Melissa McCarthy, and Tiffany Haddish in The Kitchen (2019)

The Kitchen-ის სიუჟეტი ირლანდიელი განგსტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დაიჭერენ და პატიმრობას მიუსჯიან, შესაბამისად საქმეებს მათი ცოლები გადაიბარებენ და 1970-იანი წლების ყველაზე გავლენიან მაფიოზებად იქცევიან.

ფოტო: https://www.imdb.com

 

დისნეის ახალ ფილმში – Jungle Cruise პირველად  გეი მთავარი პერსონაჟი გამოჩნდება, რომლის როლსაც ჯეკ უაითჰალი ითამაშებს

Comedian Jack Whitehall

მსახიობი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ფილმში პარტნიორობა გაუწიოს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ემილი ბლანტი და დუეინ ჯონსონი, თანაც ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟით, როგორსაც ის ითამაშებს.

წყარო: https://www.bbc.co.uk/

 

კერი ვაშინგტონი Hulu-ს ახალ დრამაში – Old City Blues მთავარ როლს შეასრულებს

Gore Verbinski is attached to direct the Makeready take on the Boom! Studios graphic novel.

სერიალის სიუჟეტი ჯიანის მილონოჯინის 2011 წელს გამოქვეყნებულ წიგნს ეფუძნება, რომელშიც მოქმედება 2048 წელს ვითარდება. ისტორიის ეპიცენტრში ახალ ათენში მცხოვრები ადამიანები არიან. ქალაქი, რომელიც ერთ დროს საბერძნეთის სიმბოლო იყო, ახლა კრიმინალების, ნარკობარონებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების ხელშია.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ბენისიო დელ ტორო ოლივერ სტოუნის ფილმში – White Lies მთავარ როლს შეასრულებს

სიუჟეტი სამი თაობის ურთიერთობებზეა. ბიჭი, რომლის მშობლებიც მის ადრეულ ასაკში განქორწინდნენ, უკვე მოზარდობაში თავად იმეორებს მშობლების შეცდომას. მას არშემდგარი ქორწინებიდან შვილი დარჩება და გრძნობს, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ ახალი გზის ძიებაში უფრო მეტად იხლართება, სანამ შემთხვევით  არ გაიცნობს ქალს, რომლის ცხოვრებაც მისგან სრულიად განსხვავებულია.

წყარო: https://deadline.com/

 

ახალგაზრდა მხატვარ თედო რეხვიაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა  ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში (New York Art Academy) ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, მოხვდა განსაკუთრებით ნიჭიერთა საუკეთესო ათეულში, რის საფუძველზეც მიიღო გრანტი 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ეს არ არის საკმარისი აღნიშნულ აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად და მას სჭირდება ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეძლოს სწავლის საფასურის ძირითადი ნაწილის (23 936 დოლარი) დაფარვა. გთხოვთ, დავეხმაროთ ნიჭიერ მხატვარს  მიზნის მიღწევაში

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE98TB4919645062100001

მიმღების სახელი: თედორე რეხვიაშვილი

წყარო: https://www.facebook.com

 

მსახიობი იზაბელ იუპერი Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში – The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს  

მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.

წყარო: https://www.youtube.com

 

ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ მუსიკის ფესტივალზე ხის იატაკი ჩაინგრა, რის შედეგადაც 300 ადამიანი დაშავდა

წყარო: https://twitter.com/

 

კოსმეტიკის კომპანია L’Oreal ფეისბუქთან თანამშრობლობას იწყებს და მალე სოციალური ქსელის მომხმარებლები მაკიაჟის გაკეთებას ვირტუალურად შეძლებენ

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაემატება  სიახლე ქსელს, თუმცა არ გაგიკვირდეთ, თუ Facebook ფოტოს გამოქვეყნებისას მის რედაქტირებასა და სახეზე მაკიაჟის გაკეთებას შემოგთავაზებთ.

წყარო: https://www.thestar.com.my


რეკომენდებული სტატიები
13 აგვისტო დილიდან

13 აგვისტო დილიდან

13 აგვისტო დილიდან
ნასამ ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში გაუშვა სატელიტი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.