fbpx

16 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ბიტლზის წევრების შვილებმა საერთო სელფი გადაიღეს და ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს.

Peekaboo…

A post shared by Sean Ono Lennon (@sean_ono_lennon) on

წყარო: https://www.instagram.com

 

რეჟისორი სტივ მაქუინი ახალი დრამის პრემიერისთვის ემზადება

Widows – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ასრულებს. მსახიობს პარტნიორობას მიშელ როდრიგესი და კოლინ ფარელი გაუწევენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

YouTube-მა ხალხის მოთხოვნით წლის ყველაზე საშიში ტრეილერი რეკლამებიდან ამოიღო

The Nun – ასე ჰქვია ფილმს, რომლის ტრეილერს გამოსვლის დღიდან  ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სანახაობას უწოდებდნენ. მიუხედავად ასეთი  რეკომენდაციისა, YouTube-მა ის ვიდეოებს შორის რეკლამად მაინც გაუშვა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმის ანონსი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის და მათ ვიდეო პლატფორმას მოუწოდეს ტრეილერის ანონსი ვიდეოებს შორის  აღარ გაეშვა. მომხმარებლის მოთხოვნას YouTube დაემორჩილა და ანონსი მოხსნა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ლორა დერნი გრეტა გერვიგის ახალი ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა

Image result for laura dern

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. Little Women – ასე ჰქვია  პროექტს, რომელშიც მთავარ როლებს Lady Bird-ის ვარსკვლავების, ტიმოთი შალამესა და სირშა რონანის გარდა, ლეგენდარული მერილ სტრიპი და ემა სტოუნი შეასრულებენ. ახლახან სამსახიობო ანსამბლს “დიდი პატარა ტყუილებისა” და “იურული პერიოდის პარკის” ვარსკვლავი ლორა დერნიც შეუერთდა.

წყარო: http://www.vulture.com/2018/08/laura-dern-might-join-greta-gerwigs-little-women.html

 

მსახიობი იზაბელ იუპერი Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დღეს, 17:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ირლანდიელ მწერალსა და ფსიქოთერაპევტთან, მიქაელ პატრიკ მულვიჰილთან, რომელიც თავისი ახალი წიგნის, „ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელის“ შესახებ ისაუბრებს

Image may contain: 1 person, standing and outdoor

წიგნი ჰორორის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს ტობიასის ისტორიას, რომელიც მოსკოვიდან ციმბირში მიდის, სადაც გაზისა და ნავთობის საბადოს დაქირავებულ მეთვალყურედ  იწყებს მუშაობას. მოვლენები “პერესტროიკის” შემდგომ რუსეთში ვითარდება. ცოტა ხანში ტობიასი შეამჩნევს, რომ ეს მხოლოდ წიაღისეული საბადო არ არის და ნავთობის მომპოვებელმა გამოუცდელმა მუშებმა ჯოჯოხეთის ხვრელი გათხარეს. ერთადერთი, რაც ქვესკნელში დემონებს აკავებს, თვით სატანაა, რომლის აზრით, მათი დრო ჯერ არ დამდგარა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი საქართველოს ეწვია 16 აგვისტოს ის სპეციალური სტუმრის სტატუსით Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოს მთავარი სტუმარი იქნება

Image may contain: 1 person, outdoor

ნანი ბრეგვაძის კონცერტში კრის ბოტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე და სტეფანე მღებრიშვილი.  ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნანი ბრეგაძის სიმღერებს ნიკოლოზ რაჭველის მიერ გაორკესტრებული ვერსიით წარმოადგენს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

უინძორების სასახლეში ტურისტების რაოდენობა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის შემდეგ 92%-ით გაიზარდა

ონლაინ სერვის Isango-ს გამოკითხვაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათასამდე ტურისტი მონაწილეობდა,  შედეგებმა კი აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ უინძორების სასახლეა. ტურისტების ყურადღებას იმსახურებს ასევე ლონდონის კოშკი, სადაც სამეფო ოჯახის ძვირფასეულობის დათვალიერებაა შესაძლებელი.

წყარო: https://www.thesun.co.uk/

 

პოპის დედოფალი მადონა 60 წლის გახდა

Image result for madonna

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ბიზნესვუმენი მადონა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. მადონა ცნობილია მეინსტრიმულ პოპულარულ მუსიკაში ტექსტების თემების,  მუსიკალური ვიდეოებისა და სასცენო გამოსვლების სპექტრის გამდიდრებით. როგორც შემსრულებელს ჟღერადობა და იმიჯი არაერთხელ შეუცვლია, თუმცა ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში ყოველთვის დამოუკიდებელი რჩებოდა. გარდა სკანდალური იმიჯისა, ცნობილია ნამუშევრებით, რომლებიც მუსიკის კრიტიკოსების მიერაა აღიარებული. პოპის დედოფალი მრავალი შემსრულებლისთვის იქცა   შთაგონების წყაროდ. 

 

 ანდრე ასიმანის „შენი სახელი დამიძახე” ქართულად ითარგმნა

Image may contain: one or more people and outdoor

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი “შენი სახელი დამიძახე” ქართულად თარგმნა და ის სულ მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში. სიუჟეტი 17 წლის იტალიელი ელიოსა და ზაფხულში მის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასული ამერიკელი სტუდენტის, 24 წლის ოლივერის საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. ამავე რომანის მიხედვით 2017 წელს ეკრანზე ლუკა გუადანინოს ფილმი გამოვიდა, რომელმაც სცენარის საუკეთესო ადაპტაციისთვის ოსკარი მიიღო. ფილმში ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი თამაშობენ.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.