fbpx

17 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

სექტემბერში ნეტფლიქსზე ახალი ანიმაციური ფილმის, Next Gen-ის პრემიერა  გაიმართება

ფილმის სიუჟეტი მარტოსული გოგოსა და ინტელექტუალი რობოტის მეგობრობაზეა, რომლებსაც საინტერესო და ფათერაკებით სავსე თავგადასავლები ელით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ბოროტების იმპერიის აშენება სურს.

წყარო: https://www.youtube.com

 

Cat Power-ის ახალი ალბომი Wanderer შემოდგომაზე, 5 ოქტომბერს გამოდის

 მუსიკოსმა ალბომიდან ახალი სიმღერა Woman გამოაქვეყნა, რომელსაც ლანა დელ რეისთან ერთად ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა

სია ასე გამოიყურება:

10. გალ გადოტი – $10 მილიონი

9. მელისა მაკარტი – $12 მილიონი

8. ქეით ბლანშეტი – $12,5 მილიონი

7. ჯულია რობერტსი – $13 მილიონი

6. მილა კუნისი – $16 მილიონი

5. რიზ უიზერსპუნი – $16,5 მილიონი

4. ჯენიფერ ლოურენსი – $18 მილიონი

3. ჯენიფერ ენისტონი – $19,5 მილიონი

2. ანჯელინა ჯოლი – $28 მილიონი

1. სკარლეტ იოჰანსონი – $40,5 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/

 

ქართველი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

Image may contain: 1 person, sitting

 ბოლო 14 წლის განმავლობაში ივა ფეზუაშვილი პირველი ქართველი ავტორია, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტრიბეკას კინოფესტივალი 2019 წელს, 24 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით გაიმართება

Advertisement

ეს ფესტივალის მე-18 გამოშვება იქნება. კინოფესტივალი პირველად ახალი გამოშვებისთვის ნიუ-იორკის კინოფესტივალთან ითანამშრომლებს და  სექციისთვის “კრიტიკოსთა კვირეული” ნიუ-იორკის კინოფესტივალის კრიტიკოსებს მოიწვევს.

წყარო: https://deadline.com/

 

სარაევოს კინოფესტივალი გენდერული პარიტეტის ვალდებულებას უერთდება ქარტიას, სახელწოდებით 5050×2020 ხელი სარაევოს ფესტივალის დირექტორმა მირსად პურივატრამ მოაწერა

ქარტიის თანახმად, 2020 წლისთვის ქალთა და მამაკაცთა შეფარდება კინოინდუსტრიის სხვადასხვა ორგანიზაციებში უნდა გათანაბრდეს. ქარტიას პირველად კანის 71-ე კინოფესტივალზე მოაწერეს ხელი. ფესტივალებისთვის ეს ნიშნავს, რომ გაიზარდოს საკონკურსო თუ არასაკონკურსო სექციებში ქალი კინომწარმოებლების რიცხვი. ასევე უფრო მეტი ქალი ჩაერთოს   ფესტივალების საორგანიზაციო საქმეებში. სარაევოს წარმომადგენლების თქმით, 2020 წლისთვის მათაც სურთ მიაღწიონ დასახულ მიზანს და მონაწილე ქალთა რიცხვი 50%-ს გაუთანაბრონ.

წყარო:https://variety.com/2018

 

18 აგვისტოს 90-იანების ფოტოკოლექტივის გამოფენა გაიხსნება ოთხმოცდაათიანების  ფოტოკოლექტივში გაერთიანებული არიან ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც  გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადნენ.  

Image may contain: one or more people, sky and outdoor

ოთხმოცდაათიანების თაობის ფოტოკოლექტივის წევრები არიან: ლაშა fox ცერცვაძე, მანო სვანიძე, ნინო ანა სამხარაძე და თომა სუხაშვილი. გამოფენა 18 აგვისტოს ბათუმში გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება

ოფიციალური ინფორმაციით, მუზეუმში რამდენიმე ზონა მოეწყობა, მათ შორის ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო და სამუზეუმო-საექსპოზიციო. საგამოფენო დარბაზი მწერლის ისტორიას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას –  ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

წყარო: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/24208-rogoriiqnebakonstantinegamsakhurdiassakhlmuzeumi.html

 

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.  

Image result for ზუზუ ბეჟაშვილი

ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია.  მიმდინარეობს გამოძიება. 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.