fbpx

უცხოური პრესა ბასილაშვილზე – თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე


გააზიარე სტატია

„ნადალს თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება მოუწია იმისთვის, რომ უკუეგდო ქართველი მოთამაშის – ნიკოლოზ ბასილაშვილის დაუნდობელი შეტევა. 2017 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე მან ბასილაშვილი ერთადერთი სხვა შეხვედრისას დაამარცხა ანგარიშით 6-0,6-1,6-0. ამჯერად ნადალმა მოიგო 6-3 6-3 6-7.6-4 სამ საათსა და 20 წუთში.“

ნადალი – ბასილაშვილი / აშშ, 2018

 

ნადალი – ბასილაშვილი / საფრანგეთი, 2017

„ორი მატჩი მიყოლებით და ორივე ძალიან მძიმე“ განაცხადა ნადალმა კორტებზე თამაშის შემდეგ. „ის ბურთს ძალიან მძლავრად ურტყამს.“

 

Photograph: Alex Pantling/Getty Images

ნადალს მიაქვს პირველი სეტი
ნადალი 6-3, 6-3 ბასილაშვილი
ნადალის მხრიდან შეცდომები არ ყოფილა.“

Photograph: Timothy A. Clary/AFP/Getty Images

ნადალი ბასილაშვილთან ორ სეტში დაწინაურდა
ნადალი 6-3, 6-3 ბასილაშვილი
ნადალი ასრულებს სეტს მინიმალური ფაციფუცით.“

 


„ბასილაშვილს რჩება მესამე სეტი ნადალის წინააღმდეგ
ნადალი 6-3, 6-3, 6-7 (6-8) ბასილაშვილი.
ნადალი ხელიდან უშვებს სასიცოცხლო მომენტს. ის იძულებულია მეოთხე სეტში ითამაშოს როგორც იქნა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც თამაში უკვე საკუთარ თავზე მოირგო. ბასილაშვილი უარს ამბობს ხელების ჩამოშვებაზე. ჩვენ დიდებული ჩოგბურთის მომსწრენი ვართ.“

Photograph: Timothy A. Clary/AFP/Getty Images

ნადალი ამარცხებს ბასილაშვილს 6-3, 6-3, 6-7 (6-8), 6-4
ნადალი: „ძალიან მიხარია, რომ ბოლოში გავედით. ვფიქრობ, მეოთხე სეტისთვის ჩემი დონე გამოვასწორე. ის ძალიან აგრესიულად თამაშობდა. პირველი ორი სეტი მძიმე იყო, რადგან თამაშს არ ჰქონდა რიტმი. ეს რეალური თამაში იყო. თავს კარგად ვგრძნობ.“

 

აი რამდენიმე ფაქტიც 26 წლის ქართველის შესახებ:

ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი გახდებოდა.

ავიაციის გარდა,  მისი ჰობია ფილმები და კულინარია, მაგრამ მოცემულ მომენტში ვერც ერთი თავისი ინტერესისთვის ვერ იცლის.

ჩოგბურთი ძალიან მძიმე სპორტია, მთელი კვირის განმავლობაში ფოკუსირებას მოითხოვს. თუ ადრე აგებ, მაინც გჭირდება კონცენტრაცია, რომ შემდეგი შეჯიბრისთვის მოემზადო,თქვა ბასილაშვილმა.

მის ოჯახში ხელოვნებითა და მედიცინით არიან დაკავებულები.  მამამისი – ნოდარი, რომელმაც ნიკას ხუთი წლის ასაკში ჩოგბურთი ასწავლა, საქართველოს ეროვნულ ბალეტ სუხიშვილებში ცეკვავდა, ხოლო დედა ექიმი იყო. ჰყავს ძმა – თენგიზი.

თუ მსოფლიოს პირველ ჩოგანთან შერკინება საკმარისი არაა, ისიც დავამატოთ, რომ რაფაელ ნადალი მისი კერპია. ბავშვობაში ბასილაშვილი შთაგონებას ნადალისგან, როჯერ ფედერერისგან და საუკეთესო ათეულის სხვა მოთამაშეებისგან იღებდა.

ყველა, ვინც ტოპ-10-შია,  ჩემი კერპია, იმიტომ რომ მათ მეომრებად ვთვლი. ყველა, ვინც  ტოპ-10- მიაღწევს, ჩემი კერპი ხდება და მე ვცდილობ, რომ ვიყო მათნაირი. მათ უდიდეს პატივს ვცემ,  – თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

თავისი მშობლიური ენის გარდა ბასილაშვილი რუსულად და ინგლისურად ლაპარაკობს.

ის დაოჯახებულია. ბასილაშვილი და მისი ცოლი ნეკა 2013 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. მათი პირველი შვილი ლუკა 2015 წლის 4 მაისს გაჩნდა.“

 


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს
ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.