fbpx

ბაბი ბადალოვი პოეტური პერფორმანსი საქართველოზე


გააზიარე სტატია

 

 

„ჩემს ხელოვნებას ვიზუალურ პოეზიას, ვიზუალურ ტექსტებს უწოდებენ.

მე ვწერ, მაგრამ ეს არ არის წერა, ეს ხატვაა. მე ვხატავ, მე მხატვარი ვარ. სიტყვები რომელსაც ხედავთ, დახატულია, ის არ არის დაწერილი.

ხატვისას ეს სიტყვები, ეს ანბანი იძენს ორ  ფორმას: ტექსტი, რომელსაც აქვს აზრი და ტექსტი, რომელსაც  ვიზუალურად აღვიქვამთ.“

 

 

ბაბი ბადალოვი პარიზში მოღვაწე აზერბაიჯანელი არტისტია. მისი ვიზუალური პოეზია პირად დღიურს ჰგავს, რომელიც ყოველდღიურად ივსება არტისტის ლინგვისტური კვლევებითა და ჩანახატებით. ორნამენტები, ვიზუალური ტრანსფორმაცია, თამაშობანი,  სიტყვების კონფლიქტი – ეს არის ის, რასაც ხედავთ მის ნამუშევრებში.

 

 

ექსპერიმენტულ პროექტებში სხვადასხვა ენის გაერთიანების გზით, ბაბი ცდილობს წაშალოს კულტურათა შორის გაჩენილი ზღვარი და გამოხატოს პირადი დამოკიდებულება სამყაროში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესებისადმი.

 

 

ყარამან ქუთათელაძის თხოვნით და მორიგი ექსპერიმენტისთვის, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, „ფესტინოვას“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბაბი  არტ ვილა გარიყულაში ჩამოვიდა.

 

 

„მე არ ვიცოდი აქ რას დავხატავდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები, ურთიერთობები,  როგორია აქაური გარემო, როგორ არიან ადამიანები, მეც ამ სამყაროში ვცხოვრობ და ვხედავ რა ხდება.

 

მე სოლიდარული ვარ ქართველი ხალხისადმი, მეზობელი ქვეყნიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც ცხოვრობენ ჩემი მშობლები. ახლა შორს ვცხოვრობ, მაგრამ  ვხედავ როგორი განცდები აქვს ხალხს საქართველოში და ჩემს ქვეყანაში. ვხვდები კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მძიმე და რთული განცდებით. ვეცადე ეს გამომეხატა ნამუშევარში, რომელიც ფესტივალის და ომის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით შეიქმნა. ეს სიმბოლური დამთხვევა ჩემს ფიქრებზეც აისახა. აქ არის სიტყვების თამაში, რათა ვაჩვენო როგორ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული“.

შეიძლება ითქვას, რომ ბაბი არის მომთაბარე, მოგზაური, მიგრანტი, ლტოლვილი ხელოვანი და მისი შემოქმედებაც ფართოდ ირეკლავს ამ პროცესს, რომელიც გაჯერებულია ადაპტაციის სირთულეებითა და ენობრივი ბარიერებით.


ბაბი ბადალოვის გამოფენის ნახვა მსურველებს გარიყულაში მთელი სექტემბრის მანძილზე შეეძლებათ, რის შემდეგაც ის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გადავა. რაც შეეხება სექტემბერში „ფესტინოვას“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, მათი თარიღებია:

16-19 სექტემბერი – ლანა ცაგარეიშვილის გამოფენა,(ფერწერა) კურატორი ხათუნა ხაბულიანი

22 სექტემბერი – Charles Serruya-ს ქანდაკების „შავი ლომის“ გახსნა.



27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე „მე გადავცურე ენგური“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება

30 სექტემბერი – ფესტივალის საიუბილეო დახურვა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
On / Off

On / Off

On / Off
ამ ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როდესაც ხელოვანებმა დიღმის კინოსტუდიის შენობაში ფართი იქირავეს და სამუშაო სახელოვნებო სივრცეები შექმნეს - “კინოსტუდიის სახელოსნო” თავდაპირეველად 12 არტისტს აერთიანებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.