მობილური აპლიკაციები უფრო ჯანსაღი სხეულისთვის


გააზიარე სტატია

 


სასურველი ფორმის მისაღებად და შესანარჩუნებლად ბევრი გზა არსებობს: ფიტნესი, იოგა, ჯანსაღი კვება, წყლის ბალანსის შენარჩუნება, სპორტის სხვადასხვა სახეობები, სრულფასოვანი ძილი და წონის კონტროლი.

გადატვირთული დღის რეჟიმისა და ორგანიზაციული  სირთულეების გამო მარტივი არ არის, სისტემატურად ფიქრობდე იმაზე, როგორ იზრუნო შენს სხეულზე სწორად. აპლიკაციების დეველოპერები უკვე წლებია ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში დაგვეხმარებიან და გაგვიმარტივებენ საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინას.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ პრინციპს და  სხვადასხვა მიმართულების აპლიკაციებს, რომელთა ყოველდღიურად გამოყენება მკვეთრად დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის მოვლაში.

 

ეცადეთ, დალიოთ საჭირო რაოდენობის წყალი

წყლის ბალანსის დაცვა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ დღის განმავლობაში – ამ კითხვაზე სხვადასხვანაირ პასუხს მოისმენთ.  ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ 1,5 ლიტრი სრულიად საკმარისია. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღე-ღამეში ორგანიზმის შინაგან სისტემებს გამართული ფუნქციონირებისათვის  არანაკლებ 3 ლიტრი წყალი ესაჭიროება. სინამდვილეში ორგანიზმისთვის წყლის საჭირო ოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე, ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე, კლიმატზე, საცხოვრებელ ადგილზე  და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თქვენთვის საჭირო წყლის რაოდენობის გამოთვლასა და ყოველდღიურად ამ ოდენობის წყლის მისაღებად რეკომენდებულია შემდეგი აპლიკაციები:

Watterlogged

 

Daily Water

 

My Water Balance

 

ივარჯიშე მარტივად

 

30 Day Fitness Challenge

ერთთვიანი პროგრამა დაგეხმარებათ დაუწესოთ თქვენს თავს ვარჯიშის ჩვევა.

 

8Fit – Fit for you

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ როგორც  ვარჯიშში, ასევე ისეთი საკვების მომზადებაში, რომელიც წონის მატებას არ გამოიწვევს. აპლიკაცია 800-ზე მეტ ჯანსაღ რეცეპტს მოიცავს.

 

Betterme: Weight Loss Workouts

ამ აპლიკაციის მთავარი სიკეთე არის ის, რომ ვარჯიშებს თქვენი ფორმების შესაბამისად არჩევს. ნიშნავს პრობლემურ ზონებს სხეულზე და გირჩევთ ისეთ ვარჯიშებს, ამ ზონების კორექტირებაში რომ დაგეხმარებათ. Betterme-ს აპლიკაციების სერია აქვს და მათში სასურველი თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ: არის ცალკე აპლიკაცია კაცებისთვის, ასევე იოგას მოყვარულებისთვის, ძილის მოსაწესრიგებლად და მედიტაციისთვის.

 

იარეთ ფეხით

ფეხით სიარული კარგია როგორც წონის დასაკლებად და შესანარჩუნებლად, ასევე გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის, საკუთარ თავში სიმშვიდის საპოვნელად და  შთაგონებისთვის. აპლიკაციები, რომლებიც ფეხით სიარულის დროს “თვალს გადევნებენ”, ითვლიან თქვენს ნაბიჯებს, გავლილ კილომეტრებს და იმახსოვრებენ მარშრუტებს. მათი გამოყენება ზრდის მოტივაციას, გაზარდოთ ფეხით სიარულის დრო და მოსინჯოთ ახალი სასეირნო ადგილები.

Weight Loss walking

 

Steppsapp pedomets

 

Map my Run

გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე გასაიდუმლოებულ ადგილებში გიწევთ სიარული, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მისცეთ წვდომა თქვენს ტელეფონს GPS კოორდინატებზე. 2018 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა ფიტნეს აპლიკაციამ საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია გახადა საჯარო.

 

იკვებეთ ჯანსაღად

ჯანსაღი კვება ჯანსაღი სხეულისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისათვის, რომ საკვები თან გემრიელი იყოს, თანაც არამოსაწყენი და  მრავალფეროვანი, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი აპლიკაციები დაგეხმარებათ.

 

Weight loss meal plan app

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ რეცეპტებს და არჩეული კერძების მიხედვით შეგადგენინებთ საყიდლების სიას, რითაც ზოგავს თქვენს დროს და რესურსებს.

 

MyPlate Calorie Counte

ითვლის იმ საკვების კალორიებს, რასაც დღის განმავლობაში იღებთ და გთავაზობთ რეკომენდაციებს.

 

Detoxs pro

რევიუს თუ დავუჯერებთ,  ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზმის, სულისა და გონების განწმენდაში.

 


რეკომენდებული სტატიები
გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
Play Video

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ახალ, გაუმჯობესებულ მატერიებსა და ქსელში ინტეგრირებულ, „ჭკვიან“ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანის გონებისთვის ხშირად წარმოუდგენელ ან ერთი შეხედვით გამოუყენებელ ფუნქციებს ან ინფორმაციას გვაწვდის
Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს
იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.