20 სექტემბერი დილიდან
რისი ნახვა შეგიძლიათ დღეს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე:
კინოსეანსების განრიგი – კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)
20 სექტემბერი
12.00 – “ბათუმის ერთი დღე”, საქართველო, 2018; 41 წთ. / “ნიკო მარის კვალდაკვალ”, ვასო ჩავლეიშვილი, საქართველო, 2018; 32 წთ. / “დევნილობის ცხრა წელი”, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018; 23 წთ.
14.00 – “ჰამლეტი”, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018; 80 წთ.
16.00 – “სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური”, ოლეს იანჩუკი, უკრაინა, 2018; 122 წთ.
18.30 – “რეზო”, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017; 63 წთ.
20.00 – MC – “ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.
22.00 – MC – “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 155 წთ.
კინოსეანსების განრიგი – ღია კინოჩვენებები (ერას მოედანი)
20 სექტემბერი
20.30 – “მოუსმინე სიჩუმეს”, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016; 80 წთ.
22.00 – “დიდუბე, ბოლო გაჩერება”, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია; 2017, 64 წთ.
კინოსეანსების განრიგი – სასტუმრო “WYNDHAM“ ბათუმი
20 სექტემბერი
17.30 – SC1 – 125 წთ. – “შენ ხარ ფრენბურთი?!” მოჰამედ ბაკში, ირანი, 2017, 15 წთ.; “უმბრა”, სააედ ჯაფარიანი, ირანი, 2018, 15 წთ.; “დია”, ჰამზა ბანგაში, პაკისტანი/დიდი ბრიტანეთი, 2018, 24 წთ.; “ცივი ზაფხულის ღამე”, იაშ სავანტი, ინდოეთი, 2018, 21 წთ.; “ნაფეხური”, ჰაიდარ დემირტასი, თურქეთი, 2018, 20 წთ.; “ზურგჩანთა”, მიხალის მათიუდაკისი, საბერძნეთი, 2018, 14 წთ.; “ბედნიერი მგზავრობა”, სინისა გალიკი, სერბეთი, 2017, 16 წთ.
შენიშვნა: DC – დოკუმენტური ფილმების სექცია; FC – მხატვრული ფილმების სექცია; MC – დიდოსტატთა კოლექცია; SC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.
საქართველოში პირველი ეთნოსოფლის მოწყობა აჭარაში იგეგმება
მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მოწყობის მიზანი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების შენარჩუნება და ტურისტებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის შექმნაა.
ფოტო: http://batumelebi.netgazeti.ge/
მარველის სუპერგმირებზე სერიალს გადაიღებენ
პირველ ეტაპზე იგეგმება ლოკისა და სკარლეტის პერსონაჟებზე რამდენიმე ეპიზოდიანი შოუს გადაღება. წინასწარი ინფორმაციით, თითოეულ სერიალში ექვსი ეპიზოდი იქნება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ნეტფლიქსი 2019 წელს პოპულარული ანიმაციის, “ავატარი: ლეგენდა აანგზე” მიხედვით სერიალს გადაიღებს
სერიალზე იმუშვებენ ანიმაციის შემქმნელები მაიკლ დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო. ნეტფლიქსი სულ მალე კასტინგს გამოაცხადებს და მსახიობების მოძებნას დაიწყებს.
წყარო: https://mashable.com/article/
ემილია კლარკი და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანტიკული კომედიის, Crazy Rich Asians-ის მსახიობი ჰენრი გოლდინგი მთავარ როლებს შეასრულებენ საშობაო ფილმში Last Christmas
სცენარს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი და სცენარისტი ემა ტომფსონი დაწერს.
წყარო: http://www.denofgeek.com/
ცნობილია ვინ იმოგზაურებს პირველად SpaceX-ის ახალი რაკეტით მთვარის გარშემო
ილონ მასკი მთვარის გარშემო სამოგზაუროდ იაპონელი მილიარდერის, იუსაკუ მაეზავას გაშვებას გეგმავს. მაეზავა სავარაუდოდ პირველი მგზავრი გახდება, რომელიც SpaceX-ის რაკეტით მთვარეს შემოუფრენს. მოგზაურობა SpaceX-ის ახალი რაკეტით შესრულდება. გაფრენა 2023 წლისთვის იგეგმება.
წყარო: https://www.theguardian.com/
პოლონელი მსახიობები მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავენ
ქალაქ ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე 20-27 სექტემბერის ჩათვლით საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. სპექტაკლების გარდა, 23-27 სექტემბერს თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის რამდენიმე ვორქშოპი ჩატარდება, რომლებსაც „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვებიან. ვორქშოფის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია; აგრეთვე, გაიმართება მუსიკალური ვორქშოპი.
ფოტო: https://cdn.1tv.ge/
22 სექტემბერს, 17:00 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ თემურ ბაბლუანთან შესახვედრად
საღამოს მოდერატორია დათო ტურაშვილი. ცნობილი რეჟისორის სადებიუტო წიგნი “მზე, მთვარე და პურის ყანა. მანუშაკა მელოდება” ბოლო დროს გამოცემული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული რომანია, რომელსაც გატაცებით კითხულობენ სხვადასხვა ასაკისა და ლიტერატურული გემოვნების მკითხველები.
წყარო: https://www.facebook.com/
მუსიკისა და დრამის თეატრში მუსიკალური სპექტაკლის – Welcome To Georgia – The Musical-ის ახალი, მეორე სეზონი გაიხსნა
მიუზიკლის პრემიერა თებერვალში შედგა და პირველ სეზონზე 18 წარმოდგენა ჩატარდა. სპექტაკლებს 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მათგან უმეტესობა უცხოელი სტუმარია 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ახალ სეზონზე წარმოდგენების განრიგია:
სექტემბერი: 18, 25
ოქტომბერი: 2, 9, 16, 23, 31
ნოემბერი: 6, 13, 21, 27
დეკემბერი: 4, 11, 18
Welcome To Georgia – The Musical – ინგლისურ ენაზე დადგმული მიუზიკლია, რომელიც მოგვითხრობს ამბავს საქართველოსა და ქართველების შესახებ. წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის შეიქმნა და ის რეგულარულად ტარდება მუსიკისა და დრამის თეატრში.
წყარო: პრესრელიზი
ფოტო: http://kvira.ge/