fbpx

3 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ფრანკფურტის მეტროსადგურები ქართული ანბანის თემატიკის პოსტერებით გააფორმეს

No automatic alt text available.

ქართული ანბანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მთავარი თემაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ვენის მუზეუმი 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს გამოფენას, რომელზეც  წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

 

კორეის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება

მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება. ქართული ენის შემსწავლელ კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი წარუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჰანკუკის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი აღნიშნული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგია.

 

4 ოქტომბერს გერმანიის ქალაქს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანის ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიხსნება

გამოფენაზე 160-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი იქნება წარდგენილი, რომელიც საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე ჰყვება. მუზეუმში ექსპონატებთან ერთად დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიც ნახოს, რომელიც ქართული ანბანის მრავალსაუკუნოვან ისტორიას შეეხება.

 

 თბილისის ბოტანიკური ბაღი 20 და 21 ოქტომბერს პურის ფესტივალს უმასპინძლებს

Image may contain: food and text

ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

3 ოქტომბერს, 18:30 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ უკრაინელი მწერლის, იური ანდრუხოვიჩის წიგნის პრეზენტაციაზე

Image may contain: 1 person, text

წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და იგი რაულ ჩილაჩავამ თარგმნა უკრაინულიდან. შეხვედრის მოდერატორი იქნება შოთა იათაშვილი და წიგნის პრეზენტაციას თავად ავტორი დაესწრება. ესეისტი, პოეტი და პროზაიკოსი იური ანდრუხოვიჩი 2016 წელს დედაქალაქსა და მწერალთა სახლს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებშიც სტუმრობდა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კინოსტუდია Sony-მ ადამიანი-ობობას ახალი ანიმაციური ვერსია შექმნა

სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი მემკვიდრეს ეძებს, რომელიც მის შემდეგ შეებრძოლება ბოროტმოქმედებს და ამისთვის ის მაილს მორალესს აარჩევს.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.