fbpx

12 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

იოკო ონომ ჯონ ლენონის იუბილესთან დაკავშირებით Imagine-ის ქავერი ჩაწერა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება

პროექტი 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. ისტორიულ სასახლეში განთავსდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები. პირველად ლიკანის ისტორიული კომპლექსი  საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება.

 

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი “ქარიშხალი” შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მასში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით თეატრი მონაწილეობს. აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა.

 

19 ოქტომბერს, 18:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ სულხან სალაძის წიგნის, „უცნობი ძველი აჭარის“ პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: mountain, sky, outdoor, nature and text

წიგნი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცა 2018 წლის სექტემბერში. ეს „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომის“ და “მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.  „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისში ქართველი მხატვრის, თამუნა მელიქიშვილის ღვინით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა – საფერავი როგორც ფერი – გაიხსნა

Image may contain: text

 ღვინის ბარ Amber-ში მხატვარმა საფერავით დახატული 30-მდე ტილო გამოფინა. გამოფენა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც ნეტფლიქსმა შეიძინა, საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

საერთაშორისო კინოფესტივალზე Discover Film Awards ქართულმა ფილმმა “სოვდაგარი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო.  “სოვდაგარი” თამთა გაბრიჩიძეს ეკუთვნის და ეს მისი პირველი წარმატება როდია. ცოტა ხნის წინ კინოსურათმა სანდენსის 2018 წლის კინოფესტივალზე მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გაიმარჯვა. მანამდე ფილმის დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა შეიძინა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

The Witcher-ში ორ მთავარ ქალ პერსონაჟზე მსახიობები დაამტკიცეს

Netflix პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვკის რომანების სერიის მიხედვით სერიალ The Witcher-ის გადაღებას გეგმავს. სერიალში მთავარ როლს ჰენრი კავილი მოირგებს. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ორ მთავარ ქალ პერსონაჟზე ნეტფლიქსმა მსახიობები უკვე შეარჩია. ფრეი ალანი და ანია ჩალოტრა შოუში ცირისა და იენიფერის როლს შეასრულებენ.

წყარო: https://io9.gizmodo.com/

 

20 ოქტომბერს თბილისში, SPACEHALL-ში „მუზამეს“ ორგანიზებით ბრიტანულ-გერმანული დარქვეივ ჯგუფის, LEBANON HANOVER-ის კონცერტი გაიმართება.

Image may contain: one or more people and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

2018 წლის 7 დეკემბერს კინოეკრანზე რეჟისორ პიტერ ჰეჯესის დრამა Ben Is Back გამოდის

ფილმში მთავარ როლს ლეგენდარული მსახიობი ჯულია რობერტსი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.