fbpx

NASA Space Apps Challenge – გლობალური ჰაკათონი საქართველოში


გააზიარე სტატია

Image may contain: text

 

პირველად საქართველოში 19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გაიმართება გლობალური 48  საათიანი ჰაკათონი – NASA Space App Challenge.

ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო ჰაკათონი, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით ტარდება წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა იქნება.

Nasa Space App Challenge ყველაზე დიდი ჰაკათონია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.

საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარების იდეა თბილისი სტარტაპ ბიუროს გაუჩნდა, ორგანიზატორების თქმით, ეს არის იდეალური ადგილი, სადაც ასეთი ტიპის, გუნდური ჰაკათონის ჩატარება შეიძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ორგანიზატორები NASA-ს გაუგზავნიან.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მეცნიერები, დიზაინერი, გამომგონებელი ან ტექნოლოგი.

  • NASA Space App Challenge-ში მონაწილეობისთვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლისთვის ბმული მზადაა, 16 ოქტომბერი ბოლო ვადაა, უნდა იჩქაროთ და მიჰყვეთ ბმულს:  https://2018.spaceappschallenge.org/locations/abastumani/
  • კატეგორიების სანახავად გადადით ბმულზე:  https://2018.spaceappschallenge.org/challenges/

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შეირჩევიან მონაწილეები და მათ 17 ოქტომბერს ექნებათ პასუხი, მიიღებენ თუ არა ყველაზე მასშტაბურ ჰაკათონში მონაწილეობას.


რეკომენდებული სტატიები
აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დეტალები ილუსტრაციებით

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დეტალები ილუსტრაციებით

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დეტალები ილუსტრაციებით
ასტროფიზიკური ობსერვატორიის განახლების პროექტი ზაფხულში დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს  
კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები
როგორი წარმოდგენები ჰქონდათ წარსულში კოსმოსზე, კომეტებზე, ნისლეულებსა და სხვა ასტრონომიულ ობიექტებსა თუ მოვლენებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.