fbpx

შავ ზღვაში აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი ხელუხლებელი ჩაძირული გემი


გააზიარე სტატია

Image result for World's oldest intact shipwreck discovered in Black Sea

 

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მიაკვლიეს მსოფლიოში უძველეს, ხელუხლებელ ჩაძირულ ხომალდს შავი ზღვის ფსკერზე, სადაც ის 2400 წლის განმავლობაში დაუზიანებლადაა შემონახული.

 

 

დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე ნაპოვნ 23 მეტრის სიგრძის გემზე, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ძველბერძნულია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანძა, საჭეები და ნიჩბოსნების სკამები, რაც, მკვლევრების თქმით, ამ სიღრმეზე ჟანგბადის ნაკლებობამ უზრუნველყო.

“ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა 2 კილომეტრის სიღრმეზე ჩაძირული ანტიკური ხანის გემის პოვნა, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა შენარჩუნებული,” –   ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის მთავარი მკვლევარი, რომლის გუნდსაც ეკუთვნის ეს აღმოჩენა. “ეს შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ანტიკურ სამყაროში გემთმშენებლობასა და ზღვაოსნობაზე”.

მკვლევრების აზრით, ეს არის სავაჭრო ხომალდი, რომლის სახეობაც აქამდე მხოლოდ “ბერძნული თიხის ჭურჭელზე შეგვხვედრია, მაგალითად, “სირინოზების ლარნაკზე”, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.”

 

 

ამ ნამუშევარზე, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდით თარიღდება, აღბეჭდილია მსგავსი გემი, რომლის ანძაზეც ოდისევსი იყო მიბმული, რათა სირინოზების სიმღერას არ დანებებოდა.

მკვლევრების გუნდმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ გემის გადაადგილებას, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პატარა ნაწილით საუსჰემპტონის უნივერსიტეტში ასაკი დაადგინეს და შედეგებმა “დაადასტურა, რომ ეს გემი კაცობრიობისთვის ცნობილი უძველესი, ხელუხლებელი ჩაძირული ხომალდია.” გუნდის თქმით, მონაცემებს ამ კვირაში ლონდონში, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის კონფერენციაზე გამოაქვეყნებენ.

ეს გემი ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტ ჩაძირულ ხომალდთაგან, რომლებიც საზღვაო არქეოლოგების,  გეოდეზისტებისა და მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა იპოვა სამწლიანი კვლევის შედეგად. მათი მისია იყო შავი ზღვის სიღრმეების გამოკვლევა, რათა უკეთ გაეგოთ პრეისტორიული ზღვის დონის ცვალებადობის გავლენა. ისინი აწყდებოდნენ სხვადასხვა ასაკის მასალებს, როგორებიცაა – “მე-17 საუკუნის კაზაკთა თავდასხმითი ფლოტი, რომაული სავაჭრო ხომალდები ამფორებით და ანტიკური პერიოდის მთლიანი გემი”.

დოკუმენტალისტთა გუნდმა ორსაათიანი ფილმი გადაიღო, რომელსაც სამშაბათს  ბრიტანეთის მუზეუმში წარმოადგენენ.

ორიგინალი: https://theguardian.com


რეკომენდებული სტატიები
გუდიაშვილის მოედნის უახლესი არქეოლოგია და რეაბილიტაციის პრობლემები

გუდიაშვილის მოედნის უახლესი არქეოლოგია და რეაბილიტაციის პრობლემები

გუდიაშვილის მოედნის უახლესი არქეოლოგია და რეაბილიტაციის პრობლემები
რამდენიმე ათეული ქვევრი, სამი თონე, კერამიკის  ჭურჭელი და მონეტები გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.