5 დეკემბერი დილიდან
5 დეკემბერს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ლონდონის წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე FOCUS პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.
წყარო: https://www.facebook.com/
გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Ullstein Verlag-მა გამოსცა არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ და „ჩიტის და კაცის ამბავი“
წყარო: https://www.facebook.com/
ქართველი რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფორუმსა და ფესტივალზე – iDOCS-ზე მიიწვიეს
iDOCS პირველი დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოფესტივალია ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში გადაღებულ 20 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ირჩევს.
ფოტო: http://www.cinedoc-tbilisi.com/
ამსტერდამში, ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე ცნობილი წარწერა I amsterdam აიღეს
The I amsterdam letters are on the move! They’ve been removed from Museumplein at the request of @AmsterdamNL, but you can still find them @Schiphol, as well as at festivals and events across the #AmsterdamArea. Read more: https://t.co/ydjvheHCMd (📷 by https://t.co/nMKKQmlA0c) pic.twitter.com/4513ejipPP
— I amsterdam (@Iamsterdam) December 3, 2018
ინიციატივა ქალაქის საბჭოში მემარცხენე პარტიას, GroenLinks-ს ეკუთვნის. პარტიის წარმომადგენელთა თქმით, სლოგანი ეგოცენტრულია და ეწინააღმდეგება სოლიდარობასა და მრავალფეროვნებას.
წყარო: https://twitter.com/
Marvel-მა “კაპიტან მარველის” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა
ფილმში მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ჯუდ ლოუ, ანეტ ბენინგი და სამუელ ელ ჯექსონი ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
ქართული ფილმი “მამული” სანდენსის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია.
წყარო: https://www.facebook.com/
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო გერმანული ფილმი The Bra, რომლის პროდიუსერი ციაკო აბესაძეა
ფილმი ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ფაიტ ჰელმერმა საქართველოში გადაიღო და აზერბაიჯანელი მემანქანის – კონკიას ძიების ისტორიას ასახავს.
წყარო: https://www.facebook.com/
კლასიკური მუსიკის ცენტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, 18-24 დეკემბერს წარმოადგენს ახალ პროექტს – „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“
პროექტის პირველი კონცერტების ციკლი ტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
წყარო: https://www.facebook.com/
დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, “ჰორიზონტის” ჩვენება
ფილმი მოგვითხრობს ყოფილ ცოლ-ქმარზე. გიორგის და ანას – ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის დაშორების პროცესი, ერთი შეხედვით ჩუმად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აფექტი და შოკი თითქოს გადალახულია, შეგუების ეტაპი იწელება და დაუსრულებელი ხდება. უცხო თვალისთვის გაუგებარი პროცესი მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდება გიორგისთვის. არ ეგუება ამ მოცემულობას და სჯერა, რომ სიყვარული მარადიულია. ანა ელოდება დასასრულს. დასასრული ორივესთვის მოულოდნელი დგება. რჩება სიცარიელე და გაურკვევლობა.
წყარო: https://www.facebook.com/