fbpx

5 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

5 დეკემბერს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ლონდონის წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე FOCUS პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.

Image may contain: 1 person, text

წყარო: https://www.facebook.com/

 

გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Ullstein Verlag-მა გამოსცა არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ და „ჩიტის და კაცის ამბავი“

Image may contain: text

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართველი რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფორუმსა და ფესტივალზე – iDOCS-ზე მიიწვიეს

iDOCS პირველი დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოფესტივალია ჩინეთში, რომელიც  ყოველწლიურად მსოფლიოში გადაღებულ 20 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ირჩევს.

ფოტო: http://www.cinedoc-tbilisi.com/

 

ამსტერდამში, ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე ცნობილი წარწერა I amsterdam აიღეს

ინიციატივა ქალაქის საბჭოში მემარცხენე პარტიას, GroenLinks-ს ეკუთვნის. პარტიის წარმომადგენელთა  თქმით, სლოგანი ეგოცენტრულია და ეწინააღმდეგება სოლიდარობასა და მრავალფეროვნებას.

წყარო: https://twitter.com/

 

Marvel-მა “კაპიტან მარველის” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

ფილმში მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ჯუდ ლოუ, ანეტ ბენინგი და სამუელ ელ ჯექსონი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქართული ფილმი “მამული” სანდენსის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო გერმანული ფილმი The Bra, რომლის  პროდიუსერი ციაკო აბესაძეა

Image may contain: 1 person, smiling

ფილმი ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ფაიტ ჰელმერმა  საქართველოში გადაიღო და აზერბაიჯანელი მემანქანის – კონკიას ძიების ისტორიას ასახავს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კლასიკური მუსიკის ცენტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, 18-24 დეკემბერს წარმოადგენს ახალ პროექტს – „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“

Image may contain: text

პროექტის პირველი კონცერტების ციკლი ტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, “ჰორიზონტის” ჩვენება

Image may contain: 1 person, standing

ფილმი მოგვითხრობს ყოფილ ცოლ-ქმარზე. გიორგის და ანას – ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის დაშორების პროცესი, ერთი შეხედვით ჩუმად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აფექტი და შოკი თითქოს გადალახულია, შეგუების ეტაპი იწელება და დაუსრულებელი ხდება. უცხო თვალისთვის გაუგებარი პროცესი მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდება გიორგისთვის. არ ეგუება ამ მოცემულობას და სჯერა, რომ სიყვარული მარადიულია. ანა ელოდება დასასრულს. დასასრული ორივესთვის მოულოდნელი დგება. რჩება სიცარიელე და გაურკვევლობა.

წყარო: https://www.facebook.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.