6 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

Image may contain: text

21-23 დეკემბერს თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. 3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს. წიგნის საახალწლო ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობი ფილიპ ბოსკო 88 წლის ასაკში ნიუ-ჯერსიში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა

Philip Bosco'The Savages' film after party, New York, America - 19 Nov 2007

მსახიობი ბოლო წლებში დემენციით იტანჯებოდა.

წყარო: https://variety.com

 

2019 წელს ოსკარის ცერემონიას კომიკოსი კევინ ჰარტი წაიყვანს

View this post on Instagram

Meet our new host. Tune in on February 24.

A post shared by The Academy (@theacademy) on

ოსკარის 91-ე  ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

წყარო: https://www.instagram.com/

 

ვიდეო: ჰიუ ჯეკმანმა “დიდებული შოუმენის” საუნდტრეკი ცოცხლად შეასრულა

ცოტა ხნის წინ მსახიობმა ტურნეც დააანონსა, რომლის ფარგლებში ის ამერიკის სხვადასხვა ქალაქში დიდებული შოუმენის საუნდტრეკით წარსდგება. ერთ-ერთი მუსიკალური ნომერი კი ჰიუ ჯეკმანმა Today Show-ში სტუმრობის დროს შეასრულა.

წყარო: https://www.youtube.com

 

უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა

ჯილდოს გადაცემის გარდა, ფესტივალზე მისი ფილმის, „დონბასის“ პრემიერა გაიმართა.

ფოტოს ავტორი: ნინო ჩუტკერაშვილი

 

შანელი თავისი კოლექციებიდან ნატურალური ბეწვისა და ტყავის ამოღებას აპირებს

German fashion designer Karl Lagerfeld acknowledges the audience at the end of the Chanel 2017-2018 fall/winter Haute Couture collection in Paris on July 4, 2017.

 მოდის სახლში ამბობენ, რომ ისინი ტანსაცმელსა თუ აქსესუარებში ცხოველების ბეწვსა და ტყავს აღარ გამოიყენებენ. შანელი არ არის ტანსაცმლის პირველი კომპანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს – Gucci-ის, Giorgio Armani-ის, Vivienne Westwood-ის, Calvin Klein-ის, Ralph Lauren-ის, Versace-სა და სხვა კომპანიის წარმომადგენლებმა.

წყარო: https://edition.cnn.com

 

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიმართება

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიცია სახელწოდებით „ოქროდ ქცეული სიბრძნე” ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 6 დეკემბერს გაიხსნება. გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის – თრიალეთში აღმოჩენილი ძვ. წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს: უძველესი ტექნოლოგიების აღდგენის საფუძველზე დამზადებულ როგორც საოქრომჭედლო იარაღების, ასევე თავად თასის ზუსტ ასლსა და ფილმს, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები თასის რეკონსტრუქციის პროცესი.

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად ექსპოზიციაზე პირველად იქნება წარმოდგენილი გვიანი ანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა

დაჯილდოების ცერემონია ევროპის პარლამენტში გაიმართა. ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის  მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბათუმი საქართველოდან პირველი ქალაქია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.