fbpx

როგორი იქნებოდნენ პოპ ვარსკვლავები, დღეს რომ ცოცხლები იყვნენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გერდა ლუკოსიუტე

 

ალბათ გსმენიათ კლუბი 27-ის  – იმ ცნობილი ადამიანების ტრაგიკული სიის შესახებ, რომლებიც ამ ასაკში გარდაიცვალნენ, ხშირად ჰედონისტური და რისკიანი ცხოვრების სტილის გამო.

ბევრი ნიჭიერი ადამიანი, სამწუხაროდ, მსგავს გზას მიჰყვება – ჯერ გასაოცრად გამოანათებს და მერე ნაადრევად გვტოვებს. ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი და ჯენის ჯოპლინი ამის  მაგალითები არიან. თუმცა, საუბედუროდ, სია აქ არ მთავრდება.

მაგრამ რა იქნებოდა, რომ ისინი დღესაც ჩვენ გვერდით იყვნენ?

როგორი გარეგნობა ექნებოდათ ახლა  ამ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ახალგაზრდებად დარჩებიან?

დაცემული ლეგენდების გალერეის შესაქმნელად “საქს მედია ჯგუფმა“ ფოტოების აღდგენისა და დამუშავების კომპანიასთან, “ფოტოჯოისთან“ ითანამშრომლა იმის საჩვენებლად, თუ როგორები იქნებოდნენ ეს ვარსკვლავები დღეს.

 

#1 ბობ მარლი

რეგის ყველაზე გავლენიანი არტისტი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 73 წლის იქნებოდა.

 

#2 ჯონ ლენონი

John Lennon

„ბითლზის“ დამაარსებელი, გავლენიანი მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, 40 წლის ასაკში მოკლეს. ახლა ის 77 წლის იქნებოდა.

 

#3 ჯენის ჯოპლინი

Janis Joplin

ჯენის ჯოპლინი, როკის/ბლუზის საუცხოო მომღერალი, 1970 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა, როცა 27 წლის იყო. წელს  მას 75 წელი შეუსრულდებოდა.

 

#4 ელვის პრესლი

Elvis Presley

როკ-ენ-როლის მეფის სიცოცხლე 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში დასრულდა. ახლა,  2018-ში, ცოცხალი რომ იყოს, მის 83 წლის იუბილეს ვიზეიმებდით.

 

#5 ჯიმი ჰენდრიქსი

Jimi Hendrix

ჯიმი ჰენდრიქსი – საყოველთაოდ აღიარებული, როგორც როკის საუკეთესო გიტარისტი  1970 წლის 18 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 75-ის იქნებოდა.

 

#6 ბობი დარინი

Bobby Darin

როკ-ენ-როლის ადრეული დღეების ჰიტების შემქმნელი, მომღერალი ბობი დარინი 1973 წლის 20 დეკემბერს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა ის 82 წლის იქნებოდა.

 

#7 კურტ კობეინი

Kurt Cobain

ბევრის მიერ 90-იანი წლების საუკეთესო როკარტისტად მიჩნეული კურტ კობეინის სიცოცხლე 1994 წლის 5 აპრილს, 27 წლის ასაკში დასრულდა. 2018-ში მას 51 წელი შეუსრულდებოდა.

 

#8 კარენ კარპენტერი

Karen Carpenter

The Carpenters-ის დრამერი და მომღერალი 1983 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა, როცა 32 წლის იყო. ახლა რომ ცოცხალი იყოს, კარპენტერი 68 წლის იქნებოდა.

 

#9 კეიტ მუნი

Keith Moon

The Who-ს დრამერი კეიტ მუნი 1978 წლის 7 სექტემბერს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 71 წლის იქნებოდა.

 

#10 დენის უილსონი

Dennis Wilson

Beach Boys-ის თანადამაარსებელი დენის უილსონი 1983 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა, როცა 39 წლის იყო. 2018-ში მას 74 წელი შეუსრულდებოდა.

 

#11 ჯიმ მორისონი

Jim Morrison

უკვდავი „ხვლიკების მეფე“, The Doors-ის მომღერალი ჯიმ მორისონი 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 75 წლის იქნებოდა.

ორიგინალი: https://boredpanda.com


რეკომენდებული სტატიები
ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა
ჯაზის კლასიკური ფოტოგრაფიაც სწორედ ჯაზისავე ოქროს ხანაში - 40-60-იან წლებში ჩაისახა. ფოტოგრაფებმა მომავალ თაობებს ლეგენდარული არტისტების ხასიათი შემოუნახეს, და ამავე დროს, გადმოსცეს ეპოქის სულისკვეთებაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.