პორტრეტული ლარნაკები Fredericks and Mae-სგან
ბრუკლინის თანამედროვე დიზაინის მუზეუმმა Fredericks and Mae-მ დამთვალიერებელს წარუდგინა ექსპოზიცია სახელწოდებით About Face, რომელიც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს ჟანრს – პორტრეტულ ლარნაკებს მიუძღვნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დიზაინერისა და მხატვრის ნამუშევრები.
„ადამიანის თავის ფორმის ჭურჭელი, სხვადასხვა სახით, ყველა კულტურაში არსებობს. ამ ფორმით ოდითგანვე გამოხატავდნენ ადამიანის სხეულის სილამაზით გამოწვეულ აღფრთოვანებას, ცდილობდნენ მისი ჰარმონიის ხელოვნებაში მოხელთებას და ამ ჟანრის დაბადებაც სწორედ ამან განაპირობა“, – განმარტა გამოფენის კურატორმა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოყენებითი ხელოვნების განსხვავებული ტექნიკითაა დამზადებული და დეკორაციის სხვადასხვა სტილშია შესრულებული: პრიმიტივიზმითა და მინიმალიზმით დაწყებული, პოპ-არტითა და მოდერნიზმის ჩათვლით.
About Face-ის ლარნაკების, ასევე ბრუკლინის თანამედროვე დიზაინის მუზეუმის სხვა ექსპონატების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის ვებგვერდზე.