fbpx

12 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დედიკას გალერეა გეპატიჟებათ მიშა გოგრიჭიანის პერსონალურ გამოფენაზე – ,,თუ არ შეგიძლიათ ფრენა, ისწავლეთ ვარდნა”

Image may contain: text

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1998-2003 წლებში მინაზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც პირველად იფინება. აგრეთვე 1998 წელს შექმნილი ინსტალაცია ,,სათამაშო ცხენები”. დედიკას გალერეა ყოველ წელს წარადგენდა მიშა გოგრიჭიანის თითო სოლო გამოფენას და აუდიტორიას სთავაზობდა როგორც ადრეულ წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, ასევე ახალ პროექტებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს, 7 საათზე გია ჯაფარიძის გალერეა ხელოვნების მოყვარულებს იწვევს გოგი ჩაგელიშვილისა და გია ჯაფარიძის ნამუშევრების ერთობლივ გამოფენაზე

Image may contain: shoes and text

 გოგი ჩაგელიშვილის – საქართველოში მოღვაწე დამსახურებული მხატვრის შემოქმედება მხოლოდ ფერწერით როდი შემოიფარგლება. გოგი არის მწერალიც, საბას პრემიის ლაურეატი. გამართული აქვს მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

მისი ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ტრეტიაკოვის სახელობის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლეთის მუზეუმი (მოსკოვი), გალერეა გერცევში (მოსკოვი) და ასევე კერძო კოლექციებში.

გია ჯაფარიძე – საქართველოში მოღვაწე დამსახურებული მოქანდაკე და მხატვარია. ქალაქების – თბილისისა და  მცხეთის საპატიო მოქალაქე, ორგზის ღირსების ორდენოსანი და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი. გიას ქანდაკება „გოგონა ყვავილით“, ბარათაშვილის ხიდზე, თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. ამშვენებს თბილისს, სიღნაღს, ბორჯომს, მოსკოვს, ბაქოს, ნოვოროსიისკს, ფონდო ტოჩეს, ატლანტას, კუნძულ ტექსელს. მცირე სკულპტურები ინახება კერძო კოლექციებში: ვატიკანის კოლექციაში, ხუან კარლოს I-ის, ხუან ანტონიო სამარნჩის, ჯიმი კარტერის და სხვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

13 დეკემბრიდან კინოთეატრებში თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი – “ჰორიზონტი” გამოვა

"ჰორიზონტი"

13 დეკემბრიდან!ია სუხიტაშვილი და გიორგი ბოჭორიშვილითინათინ ყაჯრიშვილის ფილმში"ჰორიზონტი"https://www.kinoafisha.ge/

Gepostet von Kinoafisha.ge am Sonntag, 9. Dezember 2018

ფილმში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com/

kinoafisha/videos/304897713455056/?epa=SEARCH_BOX

ბიონსემ ინდოეთში, ადგილობრივი მილიარდელების ქორწილში იმღერა

ინდოეთის ყველაზე ძვირად ღირებულ და გლამურულ ქორწილს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა.

წყარო: https://www.instagram.com/

 

2019 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე მსახიობი ჟულიეტ ბინოში იქნება

Image may contain: 1 person, smiling, closeup

ბერლინის 69-ე კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალს გადაიღებენ

Audrey HepburnOn the film set of 'Love in the Afternoon' - 1957

სერიალის სიუჟეტი 2015 წელს გამოსული ბესტსელერის, Audrey at Home-ის მიხედვით შეიქმნება, რომელშიც მსახიობის შესახებ უამრავი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალია მოთხრობილი. 

წყარო: https://variety.com/

 

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დაასახელა

Time covers featuring Jamal Khashoggi and staff from the Capital Gazette

ეს სტატუსი გამოცემამ ჟურნალისტებს მიანიჭა, ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე და თავისუფლება სიმართლის ძებნას შესწირეს.

წყარო: https://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
11 დეკემბერი დილიდან 
Play Video

11 დეკემბერი დილიდან 

11 დეკემბერი დილიდან 
The New York Times-მა ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა, დემნა გვასალია კი ერთ-ერთ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად აღიარეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.