fbpx

13 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ვიდეო: ნახეთ როგორი იქნება თბილისის ანძა განახლების შემდეგ. 

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფცია

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფცია

Gepostet von თბილისის მერია / Tbilisi City Hall am Mittwoch, 12. Dezember 2018

წყარო: https://www.facebook.com

 

ელენ დეჯენერესმა შესაძლოა თავისი შოუ დახუროს

ტელეწამყვანმა ინტერვიუში თქვა, რომ მისი კონტრაქტი NBC-თან 2020 წელს სრულდება და ჯერ არ გადაუწყვეტია, გააგრძელებს თუ არა კომპანიასთან თანამშრომლობას. დეჯენერესის თქმით, სურს მეტი დრო დაუთმოს ფილმებს და მათში მონაწილეობას. სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებას ელენი მომდევნო წლის ბოლოს მიიღებს.

წყარო: https://news.avclub.com/

 

ნახეთ უილიამ შექსპირზე გადაღებული ფილმის ტრეილერი

All Is True კენეტ ბრანას გადაღებული ბიოგრაფიული დრამაა, რომელშიც მთავარ როლებს  ჯუდი დენჩი და იან მაკკელენი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მაია ბადრიძეს ავსტრიის სახელმწიფო პრემია მიენიჭა

Image may contain: 1 person

მთარგმნელის ჯილდო ავსტრიული ლიტერატურული ნაწარმოებების საუკეთესო თარგმანისათვის გადაეცა. მაია ბადრიძემ არაერთი ავსტრიელი ავტორი გააცნო ქართველ მკითხველს. მათ შორისაა ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომების კრებულიც.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დაათვალიერეთ არმაზისხევის სამარხში აღმოჩენილი ისტორიული და უნიკალური ნივთები.

ფოტოები: https://www.facebook.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“

Image may contain: 4 people

ისტორიაში სტალინური „წითელი ტერორის“ სახელით შესული მასობრივი რეპრესიები საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. შედეგად, ქართველმა სახელოვნებო საზოგადოებამაც უდიდესი დარტყმა განიცადა. წითელ ტერორს შეწირული ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მხატვრების უმეტესობის სამხატვრო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ათწლეულებს ითვლიდა და ისინი ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იდგნენ.

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრები.

პირველად გამოიფინება ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მოქანდაკის ოჯახის კოლექციიდან. ნაჩვენები იქნება უნიკალური საარქივო კადრები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით, შაბათს, 15 დეკემბერს, 19:00 საათზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ასტრონომიის საღამო

Image may contain: one or more people, people standing, sky, cloud, ocean, outdoor and nature

 სტუმრებს საშუალება ექნებათ ტელესკოპის საშუალებით დააკვირდნენ სხვადასხვა ციურ ობიექტებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ ბრენდი კარლაილის კლიპი, რომელშიც “მხევლის წიგნის” ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი მონაწილეობს

წყარო: https://www.youtube.com


რეკომენდებული სტატიები
11 დეკემბერი დილიდან 
Play Video

11 დეკემბერი დილიდან 

11 დეკემბერი დილიდან 
The New York Times-მა ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა, დემნა გვასალია კი ერთ-ერთ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად აღიარეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.