fbpx

14 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

რვა ქართული შენობა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

  • სასტუმრო მოქსი თბილისი – სტუდია Dephani AD
  • ბლექ სი არენა – სტუდია DREI ARCHITEKTEN
  • საცეკვაო დარბაზი ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის – სტუდია David Giorgadze Architects
  • ფაბრიკა – MUA – Multiverse Architecture
  • დეზერტირების ბაზარი – David Danelia Architects
  • თბილისი პარკ ოტელი – SEDUM.ARCHITECTS
  • ყავის ქარხანა – Giorgi Khmaladze Architects
  • პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის – Alexander Brodsky; Wunderwerk

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა გამოაცხადეს იმ არქიტექტურული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის ჯილდოს მიიღებენ. სიაში მოხვდნენ: პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის, სასტუმრო მოქსი-თბილისი, დეზერტირების ბაზარი, საცეკვაო დარბაზი ქორეოგრაფ თეა დარჩიას სტუდიისთვის, თბილისი პარკ-ჰოტელი, ფაბრიკა და ყავის ქარხანა.

წყარო: https://miesarch.com/

 

ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების პირველი ნაწილი ცნობილია

პირველ ექვს ფილმში მოხვდნენ ფატიჰ აკინისა და ფრანსუა ოზონის ახალი სურათები, ასევე მარი კრეუცერის კინოსურათი The Ground Beneath My Feet.

წყარო: https://deadline.com

 

დისნეიმ და პიქსარმა ახალი ანიმაციური ფილმი დააანონსეს

ფილმი – Onward 2020 წელს გამოვა, მთავარ პერსონაჟებს კი კრის პრატი, ტომ ჰოლანდი, ოქტავია სპენსერი და ჯულია ლუის-დრეიფუსი გაახმოვანებენ. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ორი თინეიჯერი ელფი ძმის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ გაიგონ, კვლავ არსებობს თუ არა მსოფლიოში მაგია.

წყარო: https://variety.com/

 

17 დეკემბერს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ გეპატიჟებათ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე მთარგმნელ ლელა დუმბაძესთან

Image may contain: 1 person

ლელა დუმბაძეს თარგმნილი აქვს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: დევიდ ლორენსის „პრუსიელი ოფიცერი”, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას” და „მიდი, დააყენე დარაჯი”, მოჰანდას კარაჩანდ განდის (მაჰათმა) „ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ როგორ ვეძიებდი ჭეშმარიტებას”, ჯერომ სელინჯერის „სიმორი – შესავალი”, სოლ ბელოუს „ჰენდერსონი, წვიმის მეფე”, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ” და „ორლანდო – ბიოგრაფია”, ედგარ ალან პოს „ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი” და სხვ.

წყარო: https://www.facebook.com

 

29 დეკემბერს შარდენის 19-ში მდებარე გალერეა უმასპინძლებს პანკისელი ქალების მიერ დამზადებული პროდუქტისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას

Image may contain: 1 person, text

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საახალწლო სუფრისთვის აუცილებელი, სოფლის ნატურალური ნობათი და თექისა და თიხის ნაკეთობები. გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 16:00 საათზე და გაგრძელდება 22:00 საათამდე, აქვე მოეწყობა ფოტოგამოფენა პანკისის თემაზე.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების მიერ წარმოებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეორედ ეწყობა  თბილისში, გვსურს, ეს საახალწლო აქცია ტრადიციად ვაქციოთ და დედაქალაქმა ყოველწლიურად უმასპინძლოს პანკისელ ქალბატონებსა და მათ ნატურალურ პროდუქტს.

ღონისძიების ორგანიზატორია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი” (KRDF), რომელიც 10 წელია მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის პანკისის ხეობაში.

წყარო: https://www.facebook.com

 

ქართველი მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტებს შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა

🎉🎉 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა. Lado Apkhazava #Teacherglobalprize#მასწავლებლისეროვნულიჯილდო#მომავალიგანათლებაშია

Gepostet von მასწავლებლის ეროვნული ჯილდო am Mittwoch, 12. Dezember 2018

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

SAG Awards-ის ნომინანტებს შორის ოთხი ნომინაციით ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ფილმი A Star Is Born ლიდერობს

სერიალების კატეგორიაში კი შეუდარებელი მისის მეიზელი და ოზარკი ლიდერობენ ოთხ-ოთხი ნომინაციით. დაჯილდოება 27 იანვარს გაიმართება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ნასას ხომალდი მზის ატმოსფეროში შევიდა და პირველი სურათი გადაიღო

Parker Solar Probe-მა მოპოვებული ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნა დაიწყო.

წყარო: https://www.bbc.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.