fbpx

კორნელის ბიბლიოთეკის რუკები: პროპაგანდის ისტორიული არქივი


გააზიარე სტატია

 

კორნელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რუკების არქივი

კორნელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა 862 რუკისგან შემდგარი კოლექცია, რომლებიც სხვადასხვა დროს პროპაგანდისა და აგიტაციისთვის გამოიყენებოდა. 1490-2000 წლებში შექმნილი რუკები არ გადმოცემდნენ ზუსტ გეოგრაფიულ ინფორმაციას, სამაგიეროდ, კონკრეტულ აუდიტორიაზე გათვლილ რელიგიურ, პოლიტიკურ, სამხედრო, კომერციულ და სხვა სოციალური შინაარსის გზავნილებს ატარებდნენ.

ბიბლიოთეკის არქივის წარმომადგენელთა განმარტებით, რუკების შემდგენლები პროპაგანდის ერთმანეთისგან განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად, ნამუშევრების ნაწილი ალეგორიული დატვირთვის მატარებელია, ზოგიერთი ავტორი სატირის ფორმას მიმართავს, ზოგიერთი კი – ფერებით, გრაფიკითა და ტექსტით მანიპულირებს.

საინტერესოა, რომ რუკების უმეტესობა რუსეთის იმპერიისა და სხვა დიდი სახელმწიფოების დამპყრობლურ ამბიციებსა და ზრახვებს ამხელს.  

 

  • “თევზაობა აღელვებულ წყლებში”. ფრედერიკ როუზი. 1899

 

  • რუსეთ-იაპონიის ომის დროს შექმნილი ევროპისა და აზიის დიპლომატიური ატლასი. კისაბურო ოჰარა. 1904

 

  • “საშობაო პუდინგი”. 1805. ჯეიმს გილრეიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ნაპოლეონ ბონაპარტე გამოსახა, რომლებიც მსოფლიოს ინაწილებენ. 1805

 

  • “შავი ჭირი”. უილიამ კოტონი. 1938

 

  • “ინგლისის მძვინვარება 5 კონტინენტზე 1605-1940 წლებში”. ალოიზ მოზერი

 

  • ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის დაკვეთით შედგენილი რუკა, სადაც გერმანელებით ევროპის დასახლების მიზნებია ნაჩვენები. 1938

 

  • არაპოლიტიკური ხასიათის რუკებიდან საინტერესოა ჯონ ჰინტონის ნამუშევარი სახელწოდებით „სიბრძნე, რომელიც განათლების სხივებს ბრიტანეთსა და ირლანდიაში ფანტავს“. 1749

 

  • ზოიტერ მატეუსის 1730 წელს შექმნილი რუკა სასიყვარულო თემატიკაზე. ავტორმა მამაკაცის გული სიყვარულის ციხესიმაგრედ გამოსახა, სადაც ქალები შეღწევას ცდილობენ.

 

  • “როგორ გადაინაწილეს ნოეს შთამომავლებმა დედამიწა”. ჯოზეფ მოკსონი. 1681

 

  • „გამოღვიძება“. ჰენრი მაიერი. 1915. ქალთა ხმის მიცემის უფლების საკითხისადმი მიძღვნილი რუკა.

კორნელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რუკების არქივი ორგანიზაციის ვებგვერდზე თემატურადაა დახარისხებული: რეკლამა, ალკოჰოლი, იგავურობა, კომუნიზმი და ცივი ომი, ცხოვრების სტილი, ეთნოცენტრიზმი, იმპერიალიზმი, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ფინანსები და მრავალი სხვა. მომხმარებელს რუკების გადმოწერა მაღალი რეზოლუციით შეუძლია ბიბლიოთეკის ვებგვერდიდან.

 


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები
იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და ის უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს. ალბომი „მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.“
იაპონელი დიზაინერის - მონდეს „წიგნის ჩიხები“

იაპონელი დიზაინერის - მონდეს „წიგნის ჩიხები“

იაპონელი დიზაინერის - მონდეს „წიგნის ჩიხები“
აზიაში ერთ-ერთ უდიდეს - ტოკიოს სახელოვნებო ფორუმზე იაპონელმა დიზაინერმა წიგნების თაროებისთვის განკუთვნილი ორიგინალური დეკორატიული ნამუშევრები წარმოადგინა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.